პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმაური იყო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ, დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება გამოიწვია უმრავლესობის წევრის ალუდა ღუდუშაურის კითხვამ მინისტრისადმი, განემარტა სხვაობა მოქმედ ხელისუფლებასა და წინა ხელისუფლებას შორის, რომელიც, მისივე შეფასებით, „მოსახლეობას პატივს „ყავარჯნიანი კაცით“ ყრიდა“.

„მე მაინტერესებს, რა კეთდებოდა მათ დროს და დღეს რა კეთდება ჩვენი ხელისუფლების დროს, ნამდვილი ღირებულებებისთვის და არა ისე, ფსევდო ღირებულებებისთვის, რასაც ხელს აწერდნენ და რასაც ყავარჯნიანი ადამიანით ცდილობდნენ. ეს არის ევროპული ღირებულება? მაინტერესებს? თქვენ დღეს ამ მაღალი ტრიბუნიდან რომ გვითხრათ და უთხრათ ჩვენს საზოგადოებას, რას ვაკეთებთ ჩვენ და რას აკეთებდნენ ეს ადამიანები? მანტია აქვთ მოსხმული, რომ თითქოს ესენი არიან ევროპული ღირებულებების მატარებლები, მაგრამ სინამდვილეში, ერთ ხელში ხელკეტი ეჭირათ და იმით აუპატიურებდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, მეორე ხელში ცოცხი და ამით პატივს ყრიდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. მაინტერესებს, ეს არის ევროპული ღირებულება ?” - განაცხადა ღუდუშაურმა.

მისმა გამოსვლამ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას პროტესტი გამოიწვია, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა და უთხრა, რომ ისიც ამ „სამარცხვინო განცხადებების“ თანამონაწილეა იმით, რომ დეპუტატს ავტომატურ რეჟიმში დროს უგრძელებს და საუბრის გაგრძელების საშუალებას აძლევს.

„თქვენ რომ დამატებით 30 წამს ავტომატურ რეჟიმში უგრძელებთ, თქვენც თანამონაწილე ხართ ამ სამარცხვინო განცხადებების და იმ სამარცხვინო პოლიტიკის, რომელსაც თქვენ ატარებთ“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტში ცენზურა დაუშვებელია, მან ბოკუჩავას მოუწოდა, დეპუტატის გამოსვლების შინაარსში არ ჩარეულიყო.

„შინაარსში რატომ ერევით მე არც თქვენი განცხადების შინაარსში ვერევი არ სხვისი განცხადების შინაარსში,მ ცენზურა აკრძალულია საქართველოს პარლამენტში. თქვენ გინდათ რომ ცენზურა დააწესოთ, ცენზურა აკრძალულია ქალბატონო თინა ამიტომ ნუ ერევით შინაარსში, არ შეიძლება!“- განაცხადა პაპუაშვილმა.

დეპუტატი მიხეილ სარჯველაძის თქმით, კი საამაყოები არიან ადამიანები, რომლებიც არიან სადარაჯოზე და არ დაუშვებენ "ყავარჯნიანი ადამიანების" დაბრუნებას.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის