ლევან ხაბეიშვილი - პოლიტიკაში "რუსული პარტია" რომ არ ვარგა, ეს ყველამ კარგად ვიცით -  ისინი არც ქუჩაში ვარგიან, არც უნივერსიტეტში

გუშინ საზოგადოებამ რა ნახა? პოლიტიკაში რომ არ ვარგა "რუსული პარტია" ეს ყველამ კარგად ვიცით. ამასობაში ისინი არც ქუჩაში არ ვარგიან, არც უნივერსიტეტში და მეტიც, უნივერსიტეტი პუტინისტების ბუდედ გადააქცია ივანიშვილმა, კობახიძემ და ღარიბაშვილმა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, ყველა იდენტიფიცირებულია ვინც სტუდენტებს თავს დაესხა და არცერთი არ არის დაკავებული.

„გუშინ საზოგადოებამ რა ნახა? პოლიტიკაში რომ არ ვარგა"რუსული პარტია" ეს ყველამ კარგად ვიცით. ამასობაში ისინი არც ქუჩაში არ ვარგიან, არც უნივერსიტეტში და მეტიც, უნივერსიტეტი პუტინისტების ბუდედ გადააქცია ბიძინა ივანიშვილმა, ირაკლი კობახიძემ და ირაკლი ღარიბაშვილმა.

გუშინ, ვინც თავს დაესხა სტუდენტებს, ყველა იდენტიფიცირებულია ჟურნალისტების მიერ და არცერთი არ არის დაკავებული.

მიუხედავად იმისა, რომ ლაჩრულად, ტურებივით მიესია ახალგაზრდებს რამდენიმე ათეული და უმოწყალოდ ურტყამდნენ ხელებს და ფეხებს, ამასობაში ვნახეთ, რომ სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი პალატაში შევარდა იარაღით, მუქარით და შემდეგ აღმოაჩნდა, რომ პოლიციელია.

ჯერ ერთი, პოლიციელი მთვრალი რატომ დადის სამსახურში, თუ პოლიციელი იყო საბუთი რატომ არ წარადგინა, ან ის აჯაჯულ-დაჩაჩული და დახეული რატომ მიჰყავდა პოლიციას?

გაუგებარია, წარმოუდგენელი რამეა, რასაც რუსული ხელისუფლება ჰყვება, რომ თურმე ეს ადამიანი, არ ვიცი კონკრეტული, მთვრალი, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი პოლიციელი ყოფილა, რომელიც იარაღის ძალით ემუქრებოდა ახალგაზრდა ადამიანს.

არ დაგვავიწყდეს, რომ ყველა ასეთი ფაქტი უნდა აღვიქვათ, როგორც ჩვენ ოჯახის წევრებზე თავდასხმა. დიახ ლუკა არავის არ ეგონოს მარტო, არც მისი მეგობრები არ ეგონოს ხელისუფლებას მარტო.

ამ ადამიანების უკან დგანან ის ახალგაზრდები, რომლებსაც არ უნდათ პუტინის რეჟიმის პირობებში ცხოვრება, უნდათ ევროპა, თავისუფალ, ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრება.

მინდა, რომ პოლიციელებს მივმართო, სანამ ლუკა და ადვოკატი შევა, სასწრაფოდ თქვან უარი ამ ბიჭზე თუ რაიმე დევნის განხორციელება აქვთ გულში ჩადებული, რადგან ეს არის პირდაპირ მიზანმიმართულად პოლიტიკური დევნა კონკრეტულ ახალგაზრდაზე, ნაცვლად იმისა, რომ მასზე თავდამსხმელები დააკავონ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„რძის სკანდალი“ სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება - სხდომა ხვალ ჩაინიშნა
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით