ლევან ხაბეიშვილი - დღეს მოსახლეობამ კიდევ ერთხელ იხილა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ივანიშვილი, ტერორისტი პუტინის დავალებით, ტყვეობაში ამყოფებს

დღეს მოსახლეობამ კიდევ ერთხელ იხილა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი, ტერორისტი პუტინის დავალებით, ტყვეობაში ამყოფებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე თვეა, მოითხოვს, ევროკავშირის მისიას, პოლონელ ექიმებს, მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება მიეცეთ.

ამასთან, ხაბეიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს კიდევ ერთხელ მოუწოდა, პარლამენტის წევრებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულების საშუალება მისცეს.

„დღეს კიდევ ერთხელ იხილა საქართველოს მოსახლეობამ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი, ტერორისტი პუტინის დავალებით, ტყვეობაში ამყოფებს. ასევე, ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა ვითხოვთ ევროკავშირის მისიის შესვლას სააკაშვილთან, ვგულისხმობ, პოლონელ ექიმებს და რამდენიმე თვეა, სისხლის სამართლის დამნაშავე რატი ბრეგაძე, რომელსაც უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, უარს ამბობს და ევროკავშირის მისიას, პოლონელ ექიმებს არ აძლევს შესაძლებლობას, რომ მიხეილ სააკაშვილთან შევიდნენ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოიკვლიონ და თუ საჭირო გახდა, ცხადია, მკურნალობის პროცესში ჩაერთონ.

ასევე, მეორე საკითხი, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება - ჩვენ არა ერთხელ მოვითხოვეთ და დღეს კიდევ ერთხელ ვითხოვთ საქართველოს ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარისგან, შალვა პაპუაშვილისგან, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის არშეშლას. საქართველოს პარლამენტის წევრებს უკვე რამდენიმე თვეა არ გვეძლევა საშუალება მოვინახულოთ პრეზიდენტი სააკაშვილი და დღეს კიდევ ერთხელ მოვითხოვთ ჩვენი უფლების განხორციელებას,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით