შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილმა 1.2 მლნ ამომრჩევლის ლეგიტიმაცია გაცვალა რამდენიმე „ნაციონალის“ ლეგიტიმაციაში - მოვუწოდებ მის კეთილისმსურველებს, ურჩიონ, არ გახსნას კონსტიტუციის დაუმორჩილებლობის „პანდორას ყუთი“

რაც გუშინ ვნახეთ იყო ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა 1.2 მლნ ამომრჩევლის ლეგიტიმაცია გაცვალა რამდენიმე „ნაციონალის“ ლეგიტიმაციაში. გუშინდელი დღიდან ჩვენ გვყავს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არჩეული პრეზიდენტი - მოვუწოდებ მის კეთილისმსურველებს ურჩიონ, არ გახსნას კონსტიტუციის დაუმორჩილებლობის „პანდორას ყუთი“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის ჩაგდებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, საქართველოს მიმართ პატივისცემა გადის კონსტიტუციის პატივისცემაზე და არა ხინკლისა და ხაჭაპურის.

„გუშინ, საბოლოო ჯამში, ეს პროცესი მივიდა იმ მომენტზე, რასაც ჩვენ თავიდანვე ვამბობდით როცა იმპიჩმენტის პროცესი წამოვიწყეთ და მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ჩვენ მაშინ ვთქვით: 1. ჩვენი მოსაზრებით, პრეზიდენტი არღვევდა კონსტიტუციას და გვჭირდებოდა ამ საკითხზე სამართლებრივი დასკვნა. 2. იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტი სარგებლობს „ნაციონალური მოძრაობის“ პროტექციითა და მფარველობით, რომ ამ იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანა პარლამენტში შეუძლებელი იქნებოდა. ვნახეთ, რომ ორივე საკითხი ასე მოხდა. ამ პროცესის შედეგად გვაქვს სამართლებრივი ვერდიქტი, რომელმაც დაადგინა, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია კონსტიტუცია და შებღალა ერთ-ერთი ფუძემდებლური ნორმა ამ კონსტიტუციაში, რომელიც მთავრობას აკისრებს ექსკლუზიურ უფლებამოსილებას საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე.

სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიითვისა სხვა კონსტიტუციური ორგანოს უფლებამოსილება და მის უზურპირებას ახდენდა. ეს იყო სამართლებრივი ვერდიქტი, რომელსაც წყალი არ გაუვა, მეორე შედეგი იყო პოლიტიკური ვერდიქტი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს საპარლამენტო უმრავლესობამ გამოუტანა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სახელით. ჩვენ რაც ვნახეთ გუშინ იყო ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა 1.2 მლნ ამომრჩევლის ლეგიტიმაცია გაცვალა რამდენიმე „ნაციონალის“ ლეგიტიმაციაში. გუშინდელი დღიდან ჩვენ გვყავს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არჩეული პრეზიდენტი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ძირს უთხრის ქვეყნის სახელმწიფოებრივი წყობის პრინციპებს.

„ის ძირს უთხრის მთავრობას, ცდილობს მისი უფლებამოსილებები მიითვისოს. ის ძირს უთხრის საქართველოს პარლამენტს საკუთარი დამოკიდებულებით, თუნდაც იმით, რომ არ იკადრა დეპუტატების კითხვებზე პასუხი. ის ძირს უთხრის ეროვნულ ბანკს, როცა ითხოვდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომას. ის ძირს უთხრის საკონსტიტუციო სასამართლოს, საერთო სასამართლოებს, სახალხო დამცველის ინსტიტუტს. საერთო ჯამში, ის ცდილობს, რომ ძირი გამოუთხაროს ჩვენს სახელმწიფოს. სასამართლოს დასკვნის შემდეგ მთავრობის ნებართვის გარეშე ვიზიტის განხორციელება წარმოადგენს დარღვევას. ნებისმიერი თეთრი, ასეთი ვიზიტის დროს ბიუჯეტიდან დახარჯული, იქნება უკანონო. მე მოვუწოდებ მის კეთილისმსურველებს, ურჩიონ, არ გახსნას კონსტიტუციის დაუმორჩილებლობის „პანდორას ყუთი“. 16 ოქტომბრის შემდეგ ჩვენი პარტნიორებისთვისაც ცხადია, რომ ასეთი ვიზიტი არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა. ამიტომ, რა თქმა უნდა, მათი მხრიდან არ უნდა იყოს კონსტიტუციის დარღვევის ხელშეწყობა.

ჩვენი ქვეყნის პატივისცემა სხვების მხრიდან გამოიხატება ჩვენი კონსტიტუციის პატივისცემაში. თუკი ჩვენი კონსტიტუცია ამბობს, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლებამოსილება განახორციელოს მთავრობის თანხმობის გარეშე ვიზიტი, პარტნიორებმაც ამას უნდა სცენ პატივი. ჩვენს ხინკალს და ხაჭაპურს პატივს ბევრი ადამიანი სცემს, მათ შორის ჩვენი ოკუპანტი ქვეყანაც. ეს არ არის საკმარისი ჩვენი ქვეყნის პატივისცემისთვის. ვისაც უნდა ქართველ ხალხის პატივისცემა აჩვენოს და ქართული სახელმწიფოს მიმართ, უნდა აჩვენოს, უპირველეს ყოვლისა, პატივისცემა კონსტიტუციის მიმართ. ჩვენი მოლოდინია, თუკი იქნება ასეთი ვიზიტებისა და შეხვედრების მოთხოვნები, თუ მთავრობის თანხმობა არ იარსებებს, ასეთ ვიზიტის განხორციელებაზე მას უარი უთხრან“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა