თინა ბოკუჩავა პაპუაშვილს - პარლამენტის არცერთი თავმჯდომარე ასეთ უკანონო და დრაკონულ გადაწყვეტილებებს, არ იღებდა - გაუმართლებელია, დეპუტატებს სააკაშვილთან შესვლის შესაძლებლობა ერთპიროვნულად აუკრძალოთ

პარლამენტის არცერთი თავმჯდომარე, მათ შორს „ოცნების“ მმართველობის პირობებში, ასეთ უკანონო და დრაკონულ გადაწყვეტილებებს, როგორსაც თქვენ იღებთ, არ იღებდა - სრულიად გაუმართლებელია თქვენი გადაწყვეტილება, რომ დეპუტატებს პრეზიდენტ სააკაშვილთან შესვლის შესაძლებლობა ერთპიროვნულად აუკრძალოთ, - ასე მიმართა საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს.

ბოკუჩავას თქმით, სააკაშვილი ივანიშვილის მთავარი პოლიტიკური ოპონენტია და მასთან პირადი კომუნიკაცია პარლამენტის წევრებისთვის მნიშვნელოვანია.

„სრულიად გაუმართლებელი და უკანონოა თქვენი გადაწყვეტილება, რომ ერთპიროვნულად აუკრძალოთ ყველა დეპუტატს პრეზიდენტ სააკაშვილთან შესვლის შესაძლებლობა, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური ტყვეა. თქვენ არაერთხელ მოგმართეთ, მათ შორს ყველა ოპოზიციონერი დეპუტატის სახელით და ეს არ არის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა. პრეზიდენტი სააკაშვილი არის ივანიშვილის მთავარი პოლიტიკური ოპონენტი და მასთან პირადი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია პარლამენტის წევრებისთვის. არ გაქვთ არანაირი სამართლებრივი საფუძველი. გასაგებია, რომ ივანიშვილის სურვილებს უსიტყვოდ ასრულებთ, მაგრამ პარლამენტის არცერთი თავმჯდომარე, მათ შორს „ოცნების“ მმართველობის პირობებში, ასეთ უკანონო და დრაკონულ გადაწყვეტილებებს, როგორსაც თქვენ იღებთ, არ იღებდა. ძალიან გთხოვთ, განმარტოთ ივანიშვილის მონურ მორჩილებას რით ადასტურებთ, რომ პარლამენტის წევრებს უკრძალავთ პრეზიდენტ სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობას“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
ახალი სიტყვა ელექტრომობილების ინდუსტრიაში - Lexus RZ-ს უკვე საქართველოშია
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ზოგჯერ შიში მხოლოდ ხმაა — როგორ აქცია „ბლიც დენტალმა“ სტომატოლოგიური ხმები მუსიკად
„მეტროპოლი“ 1 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს ქავთარაძის პროექტში ბინას სპეციალური პირობებით სთავაზობს
ბრიტანულ-ქართულ აკადემიას საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) წევრობის სტატუსი მიენიჭა