რომან გოცირიძე - ახლა ათჯერ მეტად მოსთხოვენ მთავრობას, არჩევნებზე ათჯერ მეტად დააკვირდებიან და რაც მთავარია, ივანიშვილს ეტყვიან, სტატუსი გაქვთ უკვე, მაგრამ მოლაპარაკებები არ დაიწყება? შენი ბრალი იქნება

რაც შეეხება ამ ერთი წლის განმავლობაში სტატუსმიღებული ქვეყნის ცხოვრებას მოლაპარაკების დაწყებამდე, არ იქნება თავზე ხელის გადასმა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

რომან გოცირიძის თქმით, ევროკავშირი მთავრობის მიმართ ახლა ათჯერ უფრო მომთხოვნი იქნება.

„არასწორ ინტერპრეტაციას ვაკეთებთ ხშირად, რომ ჩვენ მივიღეთ სტატუსის დათქმით, არაფერი დათქმით არ მიგვიღია, სტატუსის საკითხი მორჩა, სტატუსის გაუქმების არც სამართლებრივი და არც ისტორიული შემთხვევა არ არსებობს. შეიძლება სტატუსი გქონდეს მაკედონიასავით, რომელმაც სტატუსი მიღო 2005 წელს და მოლაპარაკებები დაიწყო 2020 წელს. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ახლა ევროპა მოგვიდგება ასე, „ამას არ გააკეთებთ? მოლაპარაკებებს თქვენთან არ დავიწყებთ“, მაგრამ მოლაპარაკების არდაწყება არ ნიშნავს, რომ ევროპიდან გაგვრიყეს. ახლა ათჯერ მეტად მოსთხოვენ მთავრობას, რა თქმა უნდა, არჩევნებზე ათჯერ მეტად დააკვირდებიან და რაც მთავარია, ბიძინა ივანიშვილს რეალურად ეტყვიან, სტატუსი გაქვთ უკვე, მაგრამ მოლაპარაკებები არ დაიწყება? პირდაპირ შენი ბრალი იქნება. ამ მომენტში სანქცირების, მათ შორის ხელისუფლების წევრების სანქცირების შანსები გაცილებით მეტი იარსებებს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძის თქმით, ევროკავშირის პრიორიტეტი არ არის, საქართველომ უკრაინასა და მოლდოვასავით სწრაფად დაიწყოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, არამედ მისი პრიორიტეტია „რქები მოამტვრიოს“ ივანიშვილს.

„როგორც კი რეკომენდაციების შესრულებას მთავრობა ძველებურად მიუდგება, მაგალითად ეროვნულ ბანკში ვითარებას არ შეცვლის, საარჩევნო კანონმდებლობას არ შეცვლის, შეამჩნევს, რომ წინასაარჩევნო პროცესში იწყება ზეწოლა, ევროკავშირი უმკაცრესად მოექცევა. ევროკავშირის პრიორიტეტი ახლა მაინც და მაინც ის არ არის, რომ უკრაინასა და მოლდოვასავით სწრაფად შევიდეთ მოლაპარაკების პროცესში ევროკავშირის გაწევრიანების საქმეზე. ევროკავშირში პრიორიტეტია დღეს, რომ რქები მოამტვრიონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც მოიქცა ძალიან ცუდად სტატუსის მიღების მთელ პერიოდში“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში