რომან გოცირიძე უმრავლესობას - 172 კანონპროექტი წარმოადგინა ოპოზიციამ და აქედან 157 არის გაჩერებული, ყველა კანონპროექტი, რომელიც ეხება რუსეთს, არის გაჭედილი - ნუ იყენებთ ანრი ოხანაშვილს შავი საქმეების გამკეთებლად

172 კანონპროექტი წარმოადგინა ოპოზიციამ და აქედან 157 არის გაჩერებული - ყველა კანონპროექტი, რომელიც ეხება რუსეთს, არის გაჭედილი, - ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტში ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის კანონპროექტების განხილვა პარლამენტმა სასწრაფოდ უნდა დაიწყოს.

“ორიოდე დღის წინ აღმოვაჩინე, რომ ჩვენი კანონპროექტი, თურმე, რომელიც სამი თვით იყო გადავადებული, კვლავ ორი თვით გადავადებულა. ჩვენ შემოვიტანეთ რეზოლუციის პროექტი იმის თაობაზე, თუ როგორ არღვევს კონსტიტუციას პარლამენტი და საპროცედურო ხრიკებით როგორ ბლოკავს ოპოზიციის კანონპროექტებს. ეს რეზოლუცია სასწრაფოდ უნდა გავიდეს და ნუ შეაფერხებთ! 172 კანონპროექტი წარმოადგინა ოპოზიციამ და აქედან 157 არის გაჩერებული. ბოლო პერიოდში, რაღაც კანონპროექტები გავიდა, მაგრამ ამის ანალიზიც გავაკეთეთ. რომელი კანონპროექტების განხილვა დაიწყო და რომლის არა. ყველა კანონპროექტი, რომელიც ეხება რუსეთს, არის გაჭედილი. ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ამ შავი საქმის მკეთებელი არის ანრი ოხანაშვილი. 32 კანონპროექტი აქვს გაჭედილი იურიდიულ კომიტეტზე. თურმე, 30-ში, როცა ჩვენ მივლინებაში ვიყავით ჰოლანდიაში, აღმოჩნდა, რომ ბიუროზე კანონპროექტი, რომელიც ეხებოდა რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შეძენისთვის მორატორიუმის გამოცხადებას 2 წლით, კიდევ ორი თვით გადაგივადებიათ. ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, კანონპროექტი როცა „ევროოპტიმისტებმა“ დავარეგისტრირეთ, მხოლოდ 8 ათასი ბინა ჰქონდათ ნაყიდი, დღეს უკვე არის 13 ათასი. ზღვის სანაპიროებზე კი არ ყიდულობენ, სოფლებსაც მოედნენ. რუსეთის მოქალაქეებმა 24 ათასი იურიდიული პირი შექმნეს. 12 ათასი ბინა იყიდეს. 12 ათას ბინაში ორი ადამიანი რომ ჩასახლდეს, ეს არის 24 ათასი, ხაშურზე დიდი ქალაქია ეს. ასევე, მეორე კანონპროექტი გადაგივადებიათ, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის საინვესტიციო ბინადრობის უფლების შეზღუდვას ეხებოდა. ეს არის ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, ბოლოს იტალიამ გააკეთა და სიტყვა-სიტყვით გადმოვწერეთ ეს კანონპროექტი. რატომ არ იხილავთ, ხომ არ გეუბნებით რომ მიიღეთ? იმიტომ არ იხილავთ, რომ არ გინდათ მოქალაქეებმა გაიგონ. შეწყვიტეთ კონსტიტუციის დარღვევა! რეზოლუცია სასწრაფოდ უნდა გამოიტანოთ. ნუ იყენებთ ანრი ოხანაშვილს შავი საქმეების მკეთებლად!“, - განაცხადა გოცირიძემ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა