სალომე ზურაბიშვილი - მუქარა მუდმივად არის - შესაძლოა, სხვა რამ იპოვონ, მაგრამ მოგზაურობას არ შევწყვეტ

მუქარა მუდმივად არის - შესაძლოა, სხვა რამ იპოვონ, მაგრამ კითხვაც არ უნდა იმას, რომ მე არ შევწყვეტ მოგზაურობას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Le Monde-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, შეუძლია თუ არა თავისუფლად მოგზაურობა მას შემდეგ, რაც მისი იმპიჩმენტის მცდელობა მარცხით დასრულდა.

ზურაბიშვილის თქმით, აღნიშნული საქმე დღეს დახურულია.

„მე საკონსტიტუციო სასამართლოში შევეწინააღმდეგე ამ ბრალდებას, მიუხედავად იმისა, რომ თავად ის სხვა ინსტიტუციების მსგავსად, ნაკლებად დამოუკიდებელია. დღეს ეს დახურული საქმეა. მუქარა მუდმივად არის. შესაძლოა, სხვა რამ იპოვონ, მაგრამ კითხვაც არ უნდა იმას, რომ მე არ შევწყვეტ მოგზაურობას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

კიდევ ერთი კითხვა შეეხებოდა იმას, რომ სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინისადმი მხარდაჭერა გამოხატა, მაგრამ არასდროს წასულა კიევში.

კითხვაზე, რატომ არ გააკეთა ეს, პრეზიდენტი განმარტავს, რომ გადაწყვიტა, საკუთარი თავი დამატებითი თავდასხმების ქვეშ არ ჩაეგდო ისეთ ადგილებში წასვლით, რომელიც ევროინტეგრაციას პირდაპირ არ უკავშირდება.

„რამდენჯერმე მიმიწვიეს კიევში, მაგრამ ჩემი დადანაშაულების [იმპიჩმენტი პროცედურა] გამო, მე მოქმედების შემდეგი კურსი დავისახე: არ ჩავსულიყავი სხვა დედაქალაქებში, გარდა - პარიზის, ბერლინის, ბრიუსელისა, თუ ბალტიის ქვეყნებისა, ამ პერიოდიდან დეკემბრამდე, როცა ევროპული გადაწყვეტილება იქნება [27 ქვეყანა მიიღებს ოფიციალურ გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსზე] და შესაბამისად, საკუთარი თავი დამატებითი თავდასხმების ქვეშ არ ჩამეგდო ისეთ ადგილებში წასვლით, რომელიც პირდაპირ არ უკავშირდება [ევროინტეგრაციას, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ბედი ჩვენსას უკავშირდება]“,- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

კითხვას იმის შესახებ, რომ იმპიჩმენტის პროცედურა წარუმატებლად დასრულდა და ახლა რა უშლის ხელს კიევში წასვლისთვის, პრეზიდენტი მოკლედ პასუხობს: „ვნახავთ“. ამავე სიტყვით პასუხობს ჩაკითხვას, „გამორიცხული არაა?“.

კიდევ ერთ კითხვაზე, თუ რატომ არ წავიდა კიევში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე, სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რომ „ეს [იმპიჩმენტი] დიდი ხანია მზადდებოდა“.

„მე ვიცოდი საკითხები, რომელიც საზოგადოებისათვის არაა ასე ცნობილი“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა