რომან გოცირიძე მინისტრს - საოცარია, ამდენი ბნელი მოქალაქე შეუძლებელია საქართველოში იყოს, რომ ჩიპებში ეშმაკები, ჭინკები და ურჩხულები ეგონოს - ვერ აუხსნით, რომ ამ ჩიპში არ სხედან ურჩხულები?

საოცარია, ამდენი ბნელი მოქალაქე შეუძლებელია საქართველოში იყოს, რომ ჩიპებში ეშმაკები, ჭინკები და ურჩხულები ეგონოს. ვერ აუხსნით, რომ ამ ჩიპში არ სხედან ურჩხულები? - ამ სიტყვებით ევროოპტიმისტების“ ხელმძღვანელმა რომან გოცირიძემ იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენისას მიმართა. გოცირიძემ რატი ბრეგაძეს ჰკითხა, თუ რატომ არ მუშაობენ ისინი ამ ადამიანებთან.

„საქართველოდან უცხოეთში წასული ადამიანები ფაქტობრივად, უუფლებოები არიან და სარჩევნო ხმის უფლება საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად ჩამორთმეული აქვთ. უცხოეთში გახსნილ საარჩევნო უბნებში მხოლოდ, 12 000-მა ადამიანმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, მხოლოდ 66 000 ადამიანია დარეგისტრირებული, ანუ ჩვენი ამომრჩევლის 0,6% იღებს მონაწილეობას უცხოეთში არჩევნებში. ფაქტობრივად, ნულოვანი ეფექტია ჩვენი მოქალაქეებისა, რომლებიც უცხოეთში არიან საარჩევნო პროცესში, ეს არის მე ვიტყოდი, დანაშაულის ტოლფასი. ყველა ერთი და იმავე კითხვას სვამს, მაგრამ მეც გავიმეორებ, ნუთუ, რაიმე მექანიზმი არ გაქვთ, ან განათლების კუთხით, ან ბროშურებს ვერ დაარიგებთ, თუ მართლა 300 000-ია, საოცარია, ამდენი ბნელი მოქალაქე შეუძლებელია საქართველოში იყოს, რომ ჩიპებში ეშმაკები, ჭინკები და ურჩხულები ეგონოს. ვერ აუხსნით, რომ ამ ჩიპში არ სხედან ურჩხულები? ან ეკლესია რას აკეთებს?ეკლესიას ჰგონია, რომ ეს ხალხი თავისი მრევლია, რომელი მართლმადიდებელი შეიძლება იყოს ეკლესიურად, რომელსაც ჰგონია, რომ ჩიპში ეშმაკები ზის? რატომ არ მუშაობთ ამ ადამიანებთან?“, - მიმართა გოცირიძემ იუსტიციის მინისტრს.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა