ალუდა ღუდუშაური - ჩვენ ვთქვით, რომ 15-ში ყველანი ვზეიმობთ - მოვიდეს, დადგეს იქ სალომე ზურაბიშვილიც და იზეიმოს, ყავასაც დავალევინებთ და ჩაისაც - რა გზასაც ის ადგას, ნამდვილად კისერს მოიტეხს

სალომე ზურაბიშვილი რა გზასაც ადგას, ნამდვილად კისერს მოიტეხს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

ღუდუშაური გამოეხმაურა პრეზიდენტის მიერ ინიცირებული კამპანიის, „ჩვენი ხმა ევროპას" ფარგლებში შეგროვილ ხელმოწერებს, რომელსაც 13 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიურ კორპუსს გადასცემს. როგორც უმრავლესობის წარმომადგენელმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი "ხან რას იგონებს, ხან რას".

ღუდუშაური მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი სტატუსზე გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს და შეუძლია 15-ში ხელისუფლების მიერ დაანონსებულ საზეიმო ღონისძიებას შეუერთდეს.

სალომე ზურაბიშვილი არის ფორმალური პრეზიდენტი. რა გზასაც სალომე ზურაბიშვილი ადგას, მას კარგად უნდა ესმოდეს და მინდა ვუთხრა მას, ნაკლებად მჯერა, რომ ჩემს რჩევებს გაითვალისწინებს, უკაცრავად და კონსტიტუცია კიდია ფეხებზე და ჩვენი რჩევები რომ ესმოდეს, ამ დღეში არ იქნებოდა, ისეთი მრჩევლები ჰყავს მას როგორიც კაპიტანი გიგაური და სხვები არიან, მაგრამ რა გზასაც ადგას, ნამდვილად კისერს მოიტეხს. ნამდვილად ასე იქნება, რადგან ძალიან უხერხულ სიტუაციაშია, ხელოვნურად იგონებს რაღაც თემებს. თუ უბრალოდ ჩაის ან ფინჯანი ყავის დალევისთვის თანამეინახეები არ ჰყავს და ხან რას იგონებს, ხან რას. კარგად უნდა ესმოდეს, რომ ცუდ გზას ადგას. რა ევროინტეგრაციაზეა საუბარი, ადამიანი გამოვიდა და თქვა, საქართველომ რეკომენდაციები არ შეასრულა, სამართლიანად არ ეკუთვნის, თუმცა იქნებ უწყალობოთ და მისცეთ სტატუსიო. ეს არის ფარისევლობა, რაღაცებს იგონებს. გადაწყვეტილება იქნება 15-ში, დაელოდოს. ჩვენ ვთქვით, რომ ყველანი ვზეიმობთ, მოვიდეს, დადგეს იქ სალომე ზურაბიშვილიც და იზეიმოს, ყავასაც დავალევინებთ და ჩაისაც,“ - განაცხადა ღუდუშაურმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად