თეა ახვლედიანი სალომე სამადაშვილს - ვერ გავიგე, ქალბატონო სალომე, რა ნაწილში იწუნებთ ჩემ სისხარტეს

ვერ გავიგე, ქალბატონო სალომე, რა ნაწილში იწუნებთ ჩემ სისხარტეს და რა ნაწილში ადარებთ იმ წლებს, როდესაც მე ბრიუსელში ვმუშაობდი, - ასე მიმართა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა „ლელოს“ წევრს, სალომე სამადაშვილს, რომელმაც მინისტრთან დაკავშირებით თქვა, რომ გაუგებარია, რა შედეგებს დებს და რას ცვლის მინისტრის საქმიანობა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.

თეა ახვლედიანმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ სალომე სამადაშვილი ინფორმაციის სიმწირეს განიცდის.

„თქვენ თვითონ ბრძანეთ, რომ ვერ გაიგეთ და ამიტომ, ვფიქრობ, რომ აქ საქმე გვაქვს ექსპერტიზის ნაკლებობასთან, ასევე კომპეტენციასთან ნაწილობრივ, სავარაუდოდ, ასევე იმასთან, რომ თქვენ სრულყოფილად სავარაუდოდ, საერთოდ არ ბრძანდებით ჩართული ამ პოლიტიკის არსში იმიტომ, რომ ინფორმაციის სიმწირეს განიცდით, როდესაც ის არის ფართოდ ხელმისაწვდომი. ასევე, ყველა კარი არის ღია იმისათვის, რომ თქვენ დააზუსტოთ კითხვები. ქალბატონო სალომე, თქვენ გაქვთ გაჟღერებული ინფორმაციის მიმღებლობის ნაკლებობა, ეს არის ცოტა სხვა პრობლემა იმიტომ, რომ მე აქ რამდენჯერმე რომ ვილაპარაკო, თქვენ მაინც ბრძანებთ, რომ ვერ მოისმინეთ, ვერ გაიგეთ და მე აქ, ვერ გიშველით“, - განაცხადა ახვლედიანმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ყოფნისას.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად