ლევან  შენგელია - ხელისუფლების თამაში ევროსტრუქტურებთან უაღრესად საშიში თამაშია და შეიძლება საქართველოსთვის საბედისწეროდ დამთავრდეს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ანთროპოლოგს, საქართველოს პარლამენტის მე-4 მოწვევის დეპუტატს, ლევან შენგელიას ესაუბრა.

- ბატონო ლევან, კარგა ხანია არ გვისაუბრია ქვეყნისთვის აქტუალურ თემებზე. გასული წლის დეკემბრიდან საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი აქვს მინიჭებული.

ახლა ქვეყანას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. მანამდე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა.

ხელისუფლების მტკიცებით, ცოტა ხნის წინ ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის წარმატებული ვიზიტი შედგა ბრიუსელში, ევროსტრუქტურებსა და ნატოში.

ამ მოვლენების ფონზე იყო მოლოდინი, რომ ხელისუფლება დაიწყებდა ევროკომისიის 9 რეკომენდაციის შესრულებას. უკვე ვიცით, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გაუთვალისწინებლად პარლამენტმა მიიღო ცესკოს დაკომპლექტების ახალი წესი, მართლმსაჯულების რეფორმაში კორექტივების შეტანაზე უარი თქვა, და ანტიკორუფციულ ბიუროს კანონთან დაკავშირებით შეიტანა იმგვარი ცვლილებები, რომლებსაც რეკომენდაციასთან არაფერი საერთო არ აქვს. მოკლედ, ფაქტია, რომ წლის ბოლოსთვის 9-დან 3 რეკომენდაცია შეუსრულებელი გვექნება.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რომ ხელისუფლების წარმატებული ევროპული ვიზიტის შემდეგ, წლის ბოლოს 9 ევროპული რეკომენდაციებიდან 3 რეკომენდაცია შეუსრულებელი გვექნება?

- ის, თუ რამდენად წარმატებული იყო ეს ვიზიტი, მალე საქმეში გამოჩნდება! დახურული საუბრების შინაარსის შესახებ მე არაფერი ვიცი. რაც გაშუქდა, იქიდან ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ვიზიტმა არცთუ უპრობლემოდ ჩაიარა. რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებითაც ვერ ვიტყვი, რომ ამ ვიზიტმა რაიმე პრინციპულად შეცვალა. არც ველოდი.

რუსეთ-უკრაინის ომი ორი თვის დაწყებული იყო, როცა თქვენთან ინტერვიუში ვთქვი - ევროკავშირთან ურთიერთობაში ხელისუფლება ცდილობს საქართველო გახდეს „ერთგვარი ევროკავშირს გარეთა უნგრეთი“-მეთქი. მას მერე ბევრი რამ მოხდა, მაგრამ დღემდე ეს შეხედულება არ შემცვლია. მთლიანობაში, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ევროკავშირი “ვიწროდ”- მხოლოდ რეკომენდაციების შესრულება-არშესრულებით არ ხელმძღვანელობს.

ამის ყველაზე მკაფიო დასტური ისაა, რომ დღეს ჩვენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა ვართ. როგორც ჩანს, ხელისუფლება ფიქრობს, რომ არსებობს რაღაც ლუფტი, რაც ტოვებს საშუალებას მივიღოთ სტატუსი და მისგან მომდინარე ყველა სიკეთე ისე, რომ ზედმიწევნით ზუსტად არ შევასრულოთ, ან საერთოდ არ შევასრულოთ ეს რეკომენდაციები.

როგორც ჩანს, ხელისუფლება ფიქრობს, რომ არსებობს რაღაც ლუფტი, რაც ტოვებს საშუალებას მივიღოთ სტატუსი და მისგან მომდინარე ყველა სიკეთე ისე, რომ ზედმიწევნით ზუსტად არ შევასრულოთ, ან საერთოდ არ შევასრულოთ ეს რეკომენდაციები

მთლიანობაში, სრული საფუძველი გვაქვს ევროკავშირსა და საქართველოს არსებულ ხელისუფლებას შორის ურთიერთობას პოლემიკა ვუწოდოთ, რომელიც ხან შედარებით იოლად მიმდინარეობს და ხანაც მძიმე ფორმებს, დაპირისპირების ხასიათს იძენს.

ამ კონტექსტში „ლუფტი“ აღნიშნავს სივრცეს/თავისუფლებას საკუთარი განსხვავებული, საპირისპირო აზრის, პოზიციის გამოხატვისთვის. მთავარია ხელისუფლებამ ბოროტად არ გამოიყენოს ევროკავშირთან ურთიერთობის ეს სივრცე რისგანაც დაზღვეული არ ვართ და დეკლარირებული მთავარი მიზანი - ევროკავშირში საქართველოს გაწევრება - თავის ჭირვეულობას არ შესწიროს.

მთავარია ხელისუფლებამ ბოროტად არ გამოიყენოს ევროკავშირთან ურთიერთობის ეს სივრცე რისგანაც დაზღვეული არ ვართ და დეკლარირებული მთავარი მიზანი - ევროკავშირში საქართველოს გაწევრება - თავის ჭირვეულობას არ შესწიროს

ეს პროცესი უამრავი ფაქტორისგან შედგება და თუ საშუალება იქნება უფრო დეტალურად ვიტყვი.

- გასული კვირა იმით დაგვამახსოვრდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა არა ერთი ანტიდასავლური და ანტიამერიკული განცხადება გააკეთა.

შემდეგ კი, არც მეტი, არც ნაკლები, ევროსტრუქტურებისგან მოითხოვა დაგმონ ევროპარლამენტარების შეფასებები საქართველოზე, ასევე უარი თქვან ციხეში მყოფი მესამე პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდაჭერაზე.

ანტიამერიკული განცხადებების კეთების ესტაფეტა „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ისე აიტაცეს, რომ აშშ-ს სენატორს ჯინ შახინის პრეზიდენტის დამცველი უწოდეს. ეტყობა დაავიწყდათ, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობისას ჯინ შახინი სააკაშვილს ხშირად აკრიტიკებდა, ისევე როგორც ევროპარლამენტარები ფოტიგა და კუბილიუსი, რომლებისგანაც ახლა პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი ბოდიშის მოხდას ითხოვს.

თქვენ როგორ შეაფასებდით პარლამენტის თავმჯდომარისგან და „ქართული ოცნების“ ლიდერშიფისგან აშშ-ში და ევროპაში საქართველოს პარტნიორების მიმართ გაკეთებულ განცხადებებს?

- თქვენი მეორე შეკითხვა ლოგიკურად გამომდინარეობს პირველი შეკითხვისგან. მეც შესაბამისად გავაგრძელებ, ოღონდ ცოტა შორიდან მომიწევს.

ყოველდღიურად იმდენი სიახლეა საშინაო და საგარეო პოლიტიკაში, რომ თუ ყველაფერი ცალ-ცალკე განვიხილეთ შეიძლება აზრი ვერ გამოვიტანოთ. ვფიქრობ, მხოლოდ ფართო კონტექსტში შეიძლება მივხვდეთ რა და რატომ ხდება. მე შევეცდები ჩვენი ხელისუფლების მოქმედების საერთო ლოგიკა ავხსნა, რამაც შეიძლება თქვენს მიერ დასმულ შეკითხვებზე კონკრეტული პასუხებიც გვაპოვნინოს.

ნიშანდობლივია, რომ ყველა შესაძლებელ შემთხვევაში ჩვენი ხელისუფლება ცდილობს დაარწმუნოს ადამიანები, რომ სახელმწიფოს ინტერესები იგივეა რაც ხელისუფლების ინტერესები. რომ ეს ორი რამ ერთმანეთს უდრის.

მოდით, დავსვათ შეკითხვა, ნამდვილად ასეა ეს? ჯერ ზოგადად ვნახოთ და საქართველოს მერე დავუბრუნდეთ. სად და რაში განსხვავდება ხელისუფლებისა და სახელმწიფოს ინტერესები საარჩევნო დემოკრატიის ქვეყნებში (საქართველოც საარჩევნო დემოკრატიის ქვეყანაა)? თუ ამაზე ვუპასუხებთ, ვიპოვით იმის ახსნას, თუ რატომ ხდება რომ რიგ შემთხვევებში ხელისუფლება არა უშუალოდ სახელმწიფოს, არამედ რაღაც სხვა ინტერესებით ხელმძღვანელობს.

საარჩევნო დემოკრატიის მქონე ქვეყნებში ხელისუფლებისა და სახელმწიფოს ინტერესები შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა ასპექტში, მაგრამ ძირითადი წინააღმდეგობები შეიძლება წარმოიშვას შემდეგ სფეროებში:

ა) ძალაუფლების განაწილება: საარჩევნო დემოკრატიაში ძალაუფლება ფორმალურად ეკისრება ხალხის არჩეულ წარმომადგენლებს. თუმცა, რეალურად, ხელისუფლებას შეიძლება ჰქონდეს საკუთარი ინტერესები შეინარჩუნოს პოლიტიკური გავლენა და კონტროლი. ამან შეიძლება შექმნას კონფლიქტი სახელმწიფოს და მთლიანად საზოგადოების ინტერესებთან.

) რესურსებზე კონტროლი: ხელისუფლებაში მყოფი პირები შეიძლება ცდილობდნენ გააკონტროლონ ქვეყნის რესურსები (მაგალითად, ფინანსები, ბუნებრივი რესურსები, ბიუჯეტები და ა.შ.) საკუთარი ან მათი მხარდამჭერების სასარგებლოდ, რითაც შეიძლება დაზიანდეს ქვეყნის და ხალხის ინტერესები.

) საკანონმდებლო საქმიანობა და პოლიტიკა: ხელისუფლების ინტერესები შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს სახელმწიფო ინტერესებს საკანონმდებლო სფეროში. ხელისუფლებამ შეიძლება მიიღოს ისეთი კანონები, რომელიც მისცემს მას მეტ ძალაუფლებას ან დააკმაყოფილებს მხოლოდ მისი მხარდამჭერების ინტერესებს, რითაც დაზიანდება საერთო-სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესები.

) კორუფცია და თაღლითობა: ხელისუფლებაში მყოფმა პირებმა შეიძლება სცადონ გამოიყენონ თავიანთი პოზიცია პირადი სარგებლობისთვის ან მათი მხარდამჭერების სასარგებლოდ კორუფციით, არასათანადო გარიგებებით და ა.შ.

ე) მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფა: ხელისუფლების ინტერესები შეიძლება ეჯახებოდეს სახელმწიფოს ინტერესებს მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფისას. მთავრობას შეუძლია შეზღუდოს უფლებები და თავისუფლებები თავისი პოლიტიკური კონტროლის შესანარჩუნებლად.

ასეთი კონფლიქტები შეიძლება განსაკუთრებით მწვავე იყოს იმ შემთხვევებში, როდესაც ძალაუფლება ავტორიტარული ან კორუმპირებული რეჟიმების ხელშია, სადაც ხელისუფლების ინტერესები უპირატესია სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებზე.

ასეთი კონფლიქტები შეიძლება განსაკუთრებით მწვავე იყოს იმ შემთხვევებში, როდესაც ძალაუფლება ავტორიტარული ან კორუმპირებული რეჟიმების ხელშია, სადაც ხელისუფლების ინტერესები უპირატესია სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებზე

აქ მოყვანილი ხუთივე პუნქტი შეიძლება ეხებოდეს ნებისმიერ ელექტორალური დემოკრატიის ქვეყანას. ახლა ის ვიკითხოთ, როგორ მივხვდეთ, თუ როგორ არის საქმე ამ თვალსაზრისით რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში. აი პასუხიც:

ქვეყანა, სადაც ხელისუფლებისა და სახელმწიფოს ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, ჩვეულებრივ ხასიათდება სტაბილური და ეფექტიანი მმართველობით.

როდესაც ხელისუფლებისა და სახელმწიფოს ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, ქვეყანა სწრაფად ვითარდება და ეროვნული პრობლემების გადაჭრა ხდება შედარებით სწრაფად და კონსოლიდირებულად.

ასეთ ქვეყნებს აქვთ სხვებთან შედარებით უფრო სტაბილური ეკონომიკა, კარგი სოციალური კლიმატი, ადამიანი დაცულია და თავისუფალი. შესაბამისად, მოქალაქეებს აქვთ მაღალი ნდობა ხელისუფლების მიმართ.

მე ამ ფორმატში ვცდილობ ხოლმე გამოვიტანო დასკვნები, ვიპოვო ახსნა. თქვენს მიერ დასმულ კონკრეტულ შეკითხვებს ასე ვუპასუხებ: ჩვენი ხელისუფლება ხშირად სცდება განსხვავების დასაშვებ ბალანსს საკუთარ და სახელმწიფო ინტერესებს შორის. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი ხელისუფლება კატეგორიულად წინააღმდეგია ჩვენი ევროკავშირში და სხვა დასავლურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციისა.

მათ, ჩემი აზრით, ხელისუფლებას უნდა ისე მოეწყოს საქმე, რომ ქვეყანამ მიიღოს სარგებელი რასაც დასავლეთში ინტეგრაცია გვპირდება, ოღონდ მხოლოდ იმ პირობით, რომ მაქსიმალურად დაკმაყოფილებული ექნებათ პირადი მმართველობითი და სხვა ინტერესები. ანუ როგორც ცნობილი ფრაზა გვეუბნება, დასავლეთმა თქვას -„"ის ნაძირალები არიან, მაგრამ ის ჩვენი ნაძირალები არიან“.

ამასაც ხშირად გაიგონებთ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან - „კეთილი ინებონ და მიგვიღონ ისეთები, როგორებიც ვართ!“ . ოღონდ ეს ისე იფუთება, თითქოს აქ იგულისხმება ჩვენი სუვერენიტეტი, ეროვნული თავისთავადობა და სხვა მაღალი ღირებულებები. ეს ტონიც დასავლეთის მიმართ ამით არის მოტივირებული. მაგრამ ეს უაღრესად საშიში თამაშია და შეიძლება საქართველოსთვის საბედისწეროდ დამთავრდეს.

ხელისუფლებას უნდა ისე მოეწყოს საქმე, რომ ქვეყანამ მიიღოს სარგებელი რასაც დასავლეთში ინტეგრაცია გვპირდება, ოღონდ მხოლოდ იმ პირობით, რომ მაქსიმალურად დაკმაყოფილებული ექნებათ პირადი მმართველობითი და სხვა ინტერესები. ანუ როგორც ცნობილი ფრაზა გვეუბნება, დასავლეთმა თქვას -„ის ნაძირალები არიან, მაგრამ ის ჩვენი ნაძირალები არიან“

არ მგონია, რომ ხელისუფლებას შეუძლია ნებისმიერ ვითარებაში ადეკვატური იყოს.

- გასულ კვირას, მმართველმა გუნდმა, კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, შემდეგ, უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ლგბტ-ს თემა გაააქტიურეს.

ამავე თემაზე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა - „ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო პროექტზე - კანონპროექტი უნდა მომზადდეს კონსტიტუციის მეორე თავის პრინციპების შესაბამისად - თუ მთავრობის ჩართულობა იქნება საჭირო, შეიძლება ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა“.

არადა, აქამდე ვიცოდით, რომ ჩვენს კონსტიტუციაში ამ თემაზე ჩვენს მიერვე გაკეთებულ ჩანაწერს, არავინ, მათ შორის არც ევროპელი პარტნიორები არ გვედავებიან და იმედია არც შემოგვედავებიან.

მხედველობაში მაქვს ის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მკაფიოდ თქვა და კონსტიტუციაში ნათლად აისახა - ლგბტ-ს უფლებები ერთია, ხოლო მისი პროპაგანდა კი სხვა. ანუ, ეს თემა კონსტიტუციაში ერთმანეთისგან გამიჯნულია.

ამ თემაზე კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა თქვა - ლგბტ პროპაგანდის შესახებ საუბარი, არის ისეთივე ბოდვა, როგორიც იყო ის, რომ ვიღაც ომში გვრთავდა - ეს კეთდება მხოლოდ და მხოლოდ ხმების მოსაპოვებლად და არის მორიგი რუსული კანონი“.

რას შეიძლება უკავშირდებოდეს ხელისუფლების მიერ ლგბტ თემის აქტუალიზაცია?

- ვეთანხმები ბატონ პაატა ზაქარეიშვილს. ლგბტ თემა ძალიან კარგად აქვს დამუშავებული რუსეთს. საკითხი ისეა მოწოდებული, რომ ეხება უაღრესად ფაქიზ რელიგიურ, მორალურ, ეროვნულ გრძნობებს.

მიზანი კი მხოლოდ ერთია - ხალხი დაარწმუნონ, რომ დასავლეთიდან ყველაფერი ცუდი მოდის და ა.შ. ხოლო თუ დასავლეთი ცუდია, ავტომატურად გამოდის, რომ რუსეთი კარგია... მარტივი ხერხია, მაგრამ ეფექტიანი. საქართველოშიც წარმატებით იყენებენ.

- იმ ტენდენციების გათვალისწინებით, რომელიც მსოფლიო პოლიტიკაში, მათ შორის ჩვენს ირგვლივ ვითარდება, სულ უფრო ცხადად ჩანს, რომ 2024 წელი საკმაოდ მნიშვნელოვანი და რთული იქნება არა მხოლოდ საქართველოსთვის.

უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის გამო მსოფლიოსა და ჩვენს ირგვლივ ტურბულენცია სულ უფრო მატულობს, ფაქტია. ამის გამო რომ საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს ირგვლივ საფრთხეები იზრდება, ეგეც ფაქტია.

ახლა საქართველოში ძნელად თუ მოძებნით საკითხს, რომლის ირგვლივაც ქვეყანაში თუ სრული კონსენსუსი არა, მეტ-ნაკლებად მაინც იყოს კონსენსუსი.

ფაქტია ისიც, რომ უმნიშვნელოვანეს თემებზე კონსენსუსის არარსებობა ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები დაძლევაში სულ უფრო მეტად ხდება პრობლემა.

იმ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რა თემებზე უნდა იყოს საზოგადოებაში თუ სრული არა, მეტ-ნაკლებად კონსენსუსი მაინც?

- ჩვენი ქვეყნისთვის უმთავრესი ორიენტირების და განვითარების გზების განსაზღვრა დღეს იმაზეა დამოკიდებული, დამარცხდება თუ გაიმარჯვებს რუსეთი. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მე ის ვარიანტი უფრო მაფიქრებს, რუსეთი თუ დამარცხდა! თუ რუსეთმა გაიმარჯვა ამ ომში, შემდეგი მსხვერპლი ჩვენ ვიქნებით. და ამისგან ვერ გვიხსნის ვერანაირი „არგაღიზიანების პოლიტიკა“, რუსეთზე ეკონომიკური და ენერგეტიკული დაქვემდებარება და სხვა ამგვარი. იმედია დასავლეთი მოიკრებს ნებისყოფას და დაამარცხებს რუსეთს.

ხშირად გაიგონებთ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან - „კეთილი ინებონ და მიგვიღონ ისეთები, როგორებიც ვართ!“ . ოღონდ ეს ისე იფუთება, თითქოს აქ იგულისხმება ჩვენი სუვერენიტეტი, ეროვნული თავისთავადობა და სხვა მაღალი ღირებულებები. ეს ტონიც დასავლეთის მიმართ ამით არის მოტივირებული. მაგრამ ეს უაღრესად საშიში თამაშია და შეიძლება საქართველოსთვის საბედისწეროდ დამთავრდეს

აი, დამარცხებული რუსეთის პირობებში კი ნურავინ იფიქრებს, რომ ყველაფერი თავისით დალაგდება. დასავლეთი აგრესია გამოცლილ რუსეთს მტრად აღარ ჩათვლის და ე.წ. “რუსსკი მირ“-ის ჩამოყალიბებაში ხელს აქტიურად აღარ შეუშლის.

ჩემი აზრით, პროექტი „რუსსკი მირ“ განვითარების ორ ვარიანტს გულისხმობს. ძლიერი, გამარჯვებული რუსეთის პირობებში „რუსსკი მირ“-ის განხორციელება როგორ ხდება - ამას დღეს უკრაინის მაგალითზე ვხედავთ.

დამარცხებული რუსეთის პირობებში „რუსსკი მირ“ გულისხმობს რუსეთზე ეკონომიკურად, პოლიტიკურად და კულტურულად „მშვიდობიანი“ მეთოდებით მიბმულ ქვეყნებს, რუსეთის სატელიტებს. ასეთი ხვედრი აბსოლუტურად არ შეესაბამება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. არადა, ამ მიმართულებით ნაბიჯები გადადგმულია.

თუ რუსეთმა გაიმარჯვა ამ ომში, შემდეგი მსხვერპლი ჩვენ ვიქნებით. და ამისგან ვერ გვიხსნის ვერანაირი „არგაღიზიანების პოლიტიკა“, რუსეთზე ეკონომიკური და ენერგეტიკული დაქვემდებარება და სხვა ამგვარი. იმედია დასავლეთი მოიკრებს ნებისყოფას და დაამარცხებს რუსეთს

საქართველოში უკვე ცხოვრობს უიარაღოდ შემოსული რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობა. ამ კონტინგენტში საერთოდ რომ არ ერიოს საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ხალხი, რაც სრულიად წარმოუდგენელია, მათი ეკონომიკური, შემდეგ ეტაპებზე კი სოციალური და პოლიტიკური აქტივობა სერიოზულად შეცვლის საქართველოს პროფილს.

კონსენსუსის მთავარი თემა, ჩემი აზრით უნდა იყოს თანხმობა, რომ რუსეთის დამარცხება აუცილებელია საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, „მეორე ფრონტს“ და მსგავს სისულელეებს არც არავინ გვთხოვს და არც ჩვენ ვაპირებთ, მაგრამ ნებისმიერი სხვა ჩვენი მოქმედება და ფიქრი აქეთ უნდა იყოს მიმართული. ამ პრობლემასთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთო-საზოგადოებრივი კონსენსუსი ნამდვილად საჭიროა, მაგრამ ამის მიღწევა ძალიან რთული იქნება.

დამარცხებული რუსეთის პირობებში „რუსსკი მირ“ გულისხმობს რუსეთზე ეკონომიკურად, პოლიტიკურად და კულტურულად „მშვიდობიანი“ მეთოდებით მიბმულ ქვეყნებს, რუსეთის სატელიტებს. ასეთი ხვედრი აბსოლუტურად არ შეესაბამება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. არადა, ამ მიმართულებით ნაბიჯები გადადგმულია

- უკრაინაში მიმდინარე ომის გამო მსოფლიო პოლიტიკაში რომ უმნიშვნელოვანესი ცვლილებებია მომხდარი, ვხედავთ.

Real-politik მიმდევრებსაც კი უჭირთ იმის თქმა, სავარაუდოდ, რა შედეგით დასრულდება უკრაინაში უკრაინა-რუსეთის ომი, რომელშიც ლამის მთელი მსოფლიოა ჩართული.

ვხედავთ იმასაც, რომ უკრაინაში ომის მიუხედავად, რუსეთი იცლის საქართველოში გამოიყენოს „რბილი ძალა“ და აწარმოოს ჰიბრიდული საინფორმაციო ომი.

ვართ ვითარებაში, როცა როგორც თქვენ ამბობთ, „საზოგადოება მზად უნდა იყოს სწრაფად უპასუხოს ცვალებად პირობებს და შეძლოს მოერგოს ახალ სტრატეგიებსა და მეთოდებს, რომლებიც გამოიყენება ჰიბრიდულ ომსა და რბილ ძალაში.

ამის მსგავსი რომ ჩვენთან არაფერი ხდება, ვხედავთ. მეტიც, საკმაოდ ხშირად ვაწყდებით იმას, რომ სრულ უპასუხისმგებლობას „პატრიოტიზმის“ მანტია აქვს მორგებული. საუბარია იმ „პატრიოტებზე“, რომლებიც კარგა ხანია არც მალავენ, რომ მათი „მთავარი სურვილია სამშობლო რუსეთმა დაიპყროს“.

ამის ნათელი გამოხატულებაა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში მოძალებული „საბჭოთა ნოსტალგია“, ქართული წარმოშობის საბჭოთა ლიდერების არა მარტო რიტუალური გლოვა, განდიდება და ასე შემდეგ.

თქვენ რას დაუკავშირებდით ჩვენში ასეთ განწყობებს?

- ის ფაქტი, რომ ჩვენი საზოგადოება კონსოლიდირებული არ არის ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო, სხვა ფაქტორებთან ერთად რუსული ჰიბრიდული ომის შედეგიცაა

თქვენ ამბობთ, უკრაინასთან მძიმე ომის მიუხედავად რუსეთი მაინც ახერხებს ჰიბრიდულ ომს და რბილი ძალის გამოყენებასო. საქმე ისაა, რომ ჰიბრიდული ომი და „რბილი ძალის“ გამოყენება ცხელ ომთან შედარებით გაცილებით ნაკლებ ფინანსურსა და მატერიალურ რესურსს მოითხოვს.

კონსენსუსის მთავარი თემა, უნდა იყოს თანხმობა, რომ რუსეთის დამარცხება აუცილებელია საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, „მეორე ფრონტს“ და მსგავს სისულელეებს არც არავინ გვთხოვს და არც ჩვენ ვაპირებთ, მაგრამ ნებისმიერი სხვა ჩვენი მოქმედება და ფიქრი აქეთ უნდა იყოს მიმართული. ამ პრობლემასთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთო-საზოგადოებრივი კონსენსუსი ნამდვილად საჭიროა, მაგრამ ამის მიღწევა ძალიან რთული იქნება

შესაბამისად, თუ ქვეყანას წარმატებით გამოსდის ჰიბრიდული ომი სხვა ქვეყანასთან, ის ასეც მოიქცევა. ცხელი ომი უკიდურესი ზომაა. სხვა საკითხია, რომ თუმცა ყოველდღე გვესმის ტერმინები „ჰიბრიდული ომი“, „რბილი ძალა“, მაინც არ გვაქვს მკაფიო წარმოდგენა ამ საკითხებზე.

იმაზე, თუ რა მიზნებს ისახავს, რა მეთოდოლოგია აქვს, სად პოულობს ნიადაგს და რა რესურსებს იყენებს „ჰიბრიდული ომის“ მწარმოებელი ქვეყანა საერთოდ და კერძოდ საქართველოში, მაგრამ ეს ვრცელი თემაა და ეგებ სხვა დროისთვის გადავდოთ.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო