ილია დარჩიაშვილი ფინეთის ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდა

ფინეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროპულ საქმეთა მინისტრს, ანდერს ადლერკროიცს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეული პროგრესი განიხილეს.

„ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიულ მნიშვნელობას. ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას ევროკავშირში ინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროგრესი და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული ამბიციური რეფორმები სათანადოდ იქნება აღიარებული და დაფასებული ევროპელი პარტნიორების მიერ.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროპულ საქმეთა მინისტრს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზაობა განაგრძოს ძალისხმევა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდგომი პროგრესისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი