ანრი ოხანაშვილი - როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ფასებზე გვესაუბრებიან, რომელთა ბელადი თანხებს მასაჟებში ხარჯავდა, რა თქმა უნდა, ეს პოპულიზმი და ცინიზმია

ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე ზრუნვა ჩვენი მუდმივი ამოცანაა, ეს ცალსახაა. რა თქმა უნდა, ამაში მოიაზრება ეკონომიკის განვითარება, დასაქმების ხელშეწყობა, ფასების შემდგომი სტაბილურობა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების ამოცანაა, რომ ეკონომიკური განვითარება დემოკრატიულ განვითარებას გაუთანაბრდეს.

,,რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, რომ მოქალაქეებს ორიენტირებული პირობები კიდევ უფრო უნდა გაუმჯობესდეს და მათ უკეთესი პირობები უნდა შევუქმნათ. ამიტომ ვამბობთ, რომ საქართველოში დემოკრატიის ხარისხი ეკონომიკურ განვითარებას წინ უსწრებს. ჩვენი ამოცანაა, ეკონომიკური განვითარება დემოკრატიულ განვითარებას გაუთანაბრდეს.

როცა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ფასებზე გვესაუბრებიან, რომელთა ბელადი თანხებს მასაჟებში ხარჯავდა და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარზე უზრუნველად ცხოვრობდა, რა თქმა უნდა, ეს პოპულიზმი და ცინიზმია. მათი ბელადი მსჯავრდებულია სახელმწიფო ქონების გაფლანგვაში და მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებაში, ამ საქმეებს პიჯაკების საქმეს ეძახდნენ. ამ ხალხს მათი პოლიტიკური წარსული ყოველთვის უნდა შევახსენოთ, რა პირობებშიც მაშინდელი ავტორიტარული რეჟიმი ჩვენს მოქალაქეებს რა პირობებში აცხოვრებდნენ. მათ არანაირი მორალური და პოლიტიკური უფლება არ აქვთ, ამ საკითხებზე ისაუბრონ. რა თქმა უნდა, იმაზე ვიზრუნებთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს უკეთესი პირობები ჰქონდეთ”, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება