შალვა პაპუაშვილი - ჩვენი ოპოზიციონერები იცქირებიან თავიანთი გარე მფარველებისკენ და არა ამომრჩევლებისკენ, ამის გამო, ამომრჩეველი 26 ოქტომბერს მათ პასუხს გასცემს

რაც შეეხება პრინციპულ საკითხებს, ეს ქართველი ხალხის ჩამოსაყალიბებელი საკითხები გახლავთ, თუ რა არის ის ჩარჩო, რომელშიც ჩვენი საზოგადოება ვითარდება, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა კითხვას, ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ მომზადებული კანონპროექტი შეუქმნის თუ არა ევროინტეგრაციას საფრთხეს და აქვს თუ არა ხელისუფლებას ევროპელ კოლეგებთან კონსულტაცია.

როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საზოგადოება არის ევროპული და რაც მათთვის კარგია, ევროპული მომავლისთვის კარგი იქნება.

"როგორც მოგახსენეთ, სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს სხვადასხვა სახის კანონმდებლობა, რომელიც ამ თემებს ეხება. იქნება ეს ევროპული ქვეყნები თუ აშშ. ამიტომ მიდის მსჯელობა, რა არის კარგი ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენი საზოგადოება არის ევროპული. შესაბამისად, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის კარგია, ის ჩვენი ევროპული მომავლისთვის კარგია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი განმარტებით, ყველა პოლიტიკური ჯგუფის მიმართ იყო „შეთავაზება, რომ ამ პროცესში ჩართულიყვნენ. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, განხილვებში „ევროპელი სოციალისტები“ არიან წარმოდგენილი და ასევე, პარტია „საქართველოსთვის“. რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებს, პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ისინი არიან „თავიანთი გარე მფარველებისკენ და არა თავისი ამომრჩევლებისკენ“.

„ჩვენი ოპოზიციის მთავარი პრობლემა არის ის, რომ ისინი იცქირებიან და იყურებიან თავიანთი გარე მფარველებისკენ და არა თავისი ამომრჩევლებისკენ. ამის გამო, ამომრჩეველი 26 ოქტომბერს მათ პასუხს გასცემს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება