პრემიერი - როგორც ადრე ჰქონდა ამ რეზოლუციებს „ჩალის“ ფასი, ახლაც „ჩალის“ ფასი აქვს, უფრო მეტიც „ჩალის“ ფასიც არ აქვს - ქართველ ხალხთან შანტაჟის ენა არ ჭრის

ყველაფერი არის მარტივი დეჟავიუ, ყველაფრის გამეორება, როგორც ჩანს ოდიოზურ პარლამენტარებს გათვლა აქვთ, რომ ოქტომბერში კომისიის უარყოფითი დასკვნა დაიწერება მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და ცდილობენ, რომ, რაღაცნაირად ერთგვარი ნეგატიური ფონი ჩააფინონ, დააშინონ ქართული საზოგადოება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელიც 25 აპრილს ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.

მისივე შეფასებით, ევროპარლამენტარები ბოლო წლების განმავლობაში ქართული საზოგადოების დაშინებას ცდილობენ და მიიჩნევს, რომ მათ მიერ მიღებულ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს.

„ეს პროცესი არის იმ ყველაფრის გამეორება რაც 2022 წელს ხდებოდა, მაშინ იცოდნენ კონკრეტულმა ძალებმა, მათ შორის ოდიოზურმა ევროპარლამენტარებმა, რომ 2022 წლის ივნისში ქვეყანა კანდიდატი ქვეყნის სტატუს ვერ მიიღებდა და ამისთვის ისინი საზოგადოებაში ნეგატიურ ფონს ქმნიდნენ. აშინებდნენ და აშანტაჟებდნენ საზოგადოებას. მაშინ საქართველოსთან დაკავშირებით 3 რეზოლუცია მიიღეს, სადაც საუბარი იყო, მათ შორის დამნაშავეების გათავისუფლებაზე, დამნაშავეებისთვის სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტაზე და იქაც საუბარი იყო ბიძინა ივანიშვილის დასჯაზე. ეს იყო ერთგვარი მოსამზადებელი ფონი, რომ კანდიდატი სტატუსის ვერ მიღების შემდეგ ქვეყანაში რევოლუცია მომხდარიყო. თქვენ გახსოვთ, რომ ეს რეზოლუციები ფარატინა ფურცლებად დარჩა, ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და ქვეყანამ მომდევნო წლეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო. ყველაფერი არის მარტივი დეჟავიუ, ყველაფრის გამეორება, როგორც ჩანს ოდიოზურ პარლამენტარებს გათვლა აქვთ, რომ ოქტომბერში კომისიის უარყოფითი დასკვნა დაიწერება მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და ცდილობენ, რომ, რაღაცნაირად, ჩაუფინონ ერთგვარი ნეგატიური ფონი, დააშინონ ქართული საზოგადოება, როგორც მაშინ ჰქონდა ამ რეზოლუციებს „ჩალის“ ფასი, ახლაც „ჩალის“ ფასი აქვს, უფრო მეტიც „ჩალის“ ფასიც არ აქვს, „ჩალაძის“ ფასი აქვს ამ რეზოლუციას, ყველა იმ ადამიანისთვის, რომლისთვისაც სიმართლეა მთავარი”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ ქართველ ხალხთან შანტაჟის ენა არ ჭრის.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში