მამუკა მდინარაძე - დადიანების სასახლე რომ გარემონტდა, აღდგა და ძალიან მოგვწონს ყველას, ერთმა ქართველმა კაცმა - ბიძინა ივანიშვილი ჰქვია ამ კაცს, დახარჯა 20 იმდენი და იმის  მეოცედი დახარჯა USAID-მა

ამერიკის მოქალაქე რომ გადასახადს იხდის და საქართველოში იხარჯება ეს ფული, სად მიდის ზუსტად ხომ უნდა ვიცოდეთ?, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ამერიკიდან შემოსული დაფინანსების მხოლოდ პოზიტიური მხარეა ცნობილი საზოგადოებისთვის, ხოლო ათეულობით მილიონი სად იხარჯება უცნობია.

„ჩვენ ვიცით კარგი რაღაცები, მხოლოდ პოზიტიური მხარე ვიცით ამ ყველაფრის და ვიცით, რომ სადღაც ვიღაც დაატრენინგეს სოფლის მეურნეობაში, სადღაც რაღაცა კულტურულ მემკვიდრეობაში. დადიანების სასახლე რომ გარემონტდა, აღდგა და ძალიან მოგვწონს ყველას, ერთმა ქართველმა კაცმა, ბიძინა ივანიშვილი ჰქვია ამ კაცს, დახარჯა 20 იმდენი და იმის მეოცედი დახარჯა USAID-მა. აქ ვიცით, ძალიან კარგი, რაღაც ნაწილი სად წავიდა, მაგრამ ასევე ათეულობით მილიონი არ ვიცით სად მიდის. თქვენ ისეთი პოზიცია გიჭირავთ, რომ არ გამაგონოთ რაში დაიხარჯა ეს ფული სად მიდისო, ამაზე აქციებს ატარებთ და ამის გამო რუსულს ეძახით „გამჭვირვალობის კანონს“. არ გაინტერესებთ ამერიკელი გადამხდელის ფული სად მიდის?, - აღნიშნა მდინარაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ