თამარ კორძაია - ესენი არიან ბიძინას მგზავრები, რომლებსაც საქართველო რუსეთში მიჰყავთ - ოხანაშვილი აშკარად პირველი მგზავრია, ეტყობა, ეჩქარება რუსეთში მალე ჩავიდეს

ესენი არიან ბიძინას მგზავრები, რომლებსაც მიჰყავთ საქართველო რუსეთში - ანრი არის არის პირველი მგზავრი აშკარად, ეტყობა რომ ეჩქარება მალე ჩავიდეს რუსეთში, - ამის შესახებ იურიდიული კომიტეტიდან გამოძევებულმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, გაუგებარი იყო, რისთვის ჩანიშნა მმართველმა პარტიამ კომიტეტის სხდომა, როდესაც საკითხის განხილვისას ისეთი რეგლამენტი დააწესა, როგორიც ეს სესიაზეა დადგენილი, რაც საკითხის შინაარსობრივად განხილვის შესაძლებლობას, კორძაიას შეფასებით, არ იძლეოდა.

„თუ უყურებდით ვინმე „ლაივს“, ძალიან კარგად ჩანდა, რომ ვახდენდი ციტირებას, ვუთითებდი იმაზე, რომ ისინი არღვევენ კანონს, საერთაშორისო დასკვნების ციტირებას ვახდენდი, მეტი არაფერი, მაგრამ არ მოსწონთ. დავალება აქვთ, რომ თითო-თითოდ გამოგვყარონ იმიტომ, რომ 8 საათზე მათი მოყვანილი ცხვრები უნდა გაართონ. მეტი სხვა არაფერი არ ჰქვია, იმიტომ, რომ ისინი არიან ბიძინას მგზავრები და ეს ტრანსპორტი - თვითმფრინავია თუ მატარებელი, მიდის რუსეთში და ვისაც ეს უნდა, ეს გამოჩნდება. დღეს ვინც მოვა, ყველა არის ისეთი ადამიანი, ვისაც უნდა, რომ ეს ქვეყანა იყოს რუსეთში.

ასრულებენ პირდაპირ რუსეთის დავალებას, იმიტომ, რომ თქვენ ხედავთ, რომ ოდნავ მაინც თუ დასვამ კვალიფიციურად შეკითხვას და ეცდები, რომ უპასუხო, თავს გესხმის ყველა და იმ წუთშივე გაძევებს ანრი ოხანაშვილი დარბაზიდან. ანრი არის არის პირველი მგზავრი, აშკარად ეტყობა, რომ ეჩქარება მალე ჩავიდეს რუსეთში.

კომიტეტი რისთვის ჩაატარეს, გაურკვეველია. კომიტეტზე 2-წუთიანი რეგლამენტი დაგვიდგინეს. მაშინ სესიაზე განვიხილოთ, იქ არის 2 წუთი. კომიტეტი იმისთვის არის, რომ მეტი დროა და მეტად შინაარსობრივი განხილვაა, მაგრამ მამუკა მდინარაძეს დისკომფორტს არ უქმნის ანრი [ოხანაშვილი]“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის