ეკა ხერხეულიძე მდინარაძეს - არასამთავრობო სექტორს დაკანონებული ძალმომრეობით გააგდებთ ქვეყნიდან - ასევე, წარმოუდგენელია დაპყრობილ ქვეყანაში მტრული სახელმწიფო და სხვა ქვეყნები იყვნენ თანაბარ პირობებში

დეპუტატებს, რომლებსაც ერთი სიტყვის მიუღებლობის გამო შეგიძლიათ დღეს მოკიდოთ ხელი და მანდატურის საშუალებით გააგდოთ, ამ ადამიანებს [არასამთავრობო სექტორს] ჩვეულებრივი დაკანონებული ძალმომრეობით გააგდებთ ქვეყნიდან, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ საპარლამენტო უმრავლესობას, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წარმდგენს მამუკა მდინარაძეს.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ეკა ხერხეულიძეს სიტყვა გააწყვეტინა და აღნიშნა, რომ ის რეგლამენტს სცდებოდა.

„ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა, ჩემთვის როგორ შეიძლება უცხო ქვეყანა და მტრული სახელმწიფო იყოს ერთი და იგივე, ვერ იქნება, ვერც ერთ შემთხვევაში. ამიტომ მგონია, რომ ეს პირველი ნაწილი არის ყველაზე ბუნდოვანი და გაუმჭვირვალე, რომ არაფრით არ შეიძლება იყოს პროლოგი თვითონ ამ პროექტის. წარმოუდგენელია დაპყრობილ ქვეყანაში მტრული სახელმწიფო და ასევე, სხვა ქვეყნები იყვნენ თანაბარ პირობებში. ახლა რაც შეეხება იმ შიშებს, რაც ჩვენ გვაწუხებს ამ კანონპროექტიდან გამომდინარე, რომელსაც აქცევთ კანონად ძალმომრეობით - საქმე იმაშია, რომ მედიისთვის, რომელიც დღეს შეზღუდულია აქ და საკუთარი ტელეფონებით მუშაობენ, ადამიანებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ არასამთავრობო სექტორს, არის, პირველ რიგში, შემზღუდავი ეს კანონპროექტი და რატომ - დეპუტატებს, რომლებსაც ერთი სიტყვის მიუღებლობის გამო, შეგიძლიათ დღეს მოკიდოთ ხელი და მანდატურის საშუალებით გააგდოთ, ამ ადამიანებს ჩვეულებრივი დაკანონებული ძალმომრეობით გააგდებთ ქვეყნიდან“, - განაცხადა ხერხეულიძემ.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, არც მას და არც მის კოლეგებს პრობლემას არ უქმნის კრიტიკული აზრის მოსმენა, თუმცა რეგლამენტი ამას არ ითვალისწინებს.

„საკითხზე საუბრობთ, რომელიც არ ეხება საკითხს, რეგლამენტში ჩაიხედეთ. მე არ მაქვს პრობლემა მოვისმინო ნებისმიერი კრიტიკული აზრი, ისევე როგორც ჩემს კოლეგებს, თქვენ თუ ცდებით რეგლამენტით გათვალისწინებული საკითხის განხილვას, ამ შემთხვევაში მე მავალდებულებს რეგლამენტი, რომ ჩამოგართვათ სიტყვა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე