თინა ბოკუჩავა - არის მცდელობა, შეაშინონ საზოგადოება, გააჩუმონ და სახლებში დატოვონ - არავის ეშინია, პირიქით, რეპრესიები მხოლოდ და მხოლოდ კონსოლიდაციას იწვევს

ყველას ძალიან კარგად ესმის ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომ ეს კანონპროექტი გვაშორებს ევროპას, გვაშორებს ჩვენი ისტორიული მიზნის რეალიზების შესაძლებლობას, რაც ევროკავშირში გაწევრიანებას გულისხმობს. - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილმა უნდა გაიგოს თავისუფლების მოყვარე და პროევროპელი ქართველი ხალხის ხმა.

„დღევანდელი აქცია არის ძალისხმევა იმისკენ, რომ კიდევ ერთხელ გაიგოს ივანიშვილმა ქართველი ხალხის ხმა, რომელიც ამბობს: არა „რუსულ კანონს“, კი ევროპას!“. ხვალ, დილის 09:00 სთ-ზე ჩანიშნულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც მესამე მოსმენით უნდა განიხილონ აღნიშნული კანონპროექტი, ამიტომ,მნიშვნელოვანია, ამ ჯერზეც ივანიშვილმა გაიგოს თავისუფლების მოყვარე და პროევროპელი ქართველი ხალხის ხმა“,-განაცხადა ბოკუჩავამ.

ამასთან, მან შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის დღევანდელი განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ძალადობა და დაძინების მცდელობა ხალხს უფრო მეტად აერთიანებს.

„საქართველოს მოქალაქეები ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ და ყველაფერი ესმით. როდესაც ბიძინა ივანიშვილმა თავად დააანონსა რეპრესიები 29 აპრილის რუსთაველის „რუსულ მარშზე“, სადაც მეტწილად, ასევე, ძალდატანებით ჰყავდათ ადამიანები მოყვანილი და შემდეგ რეპრესიების მთელი სერია, რაც ვიხილეთ, იყო ივანიშვილის მიერ დაანონსებული რეპრესიების სისრულეში მოყვანის მცდელობა. ეს არის მცდელობა, რომ შეაშინონ საზოგადოება, გააჩუმონ და სახლებში დატოვონ. გუშინდელმა აქციამ აჩვენა, რომ არავის ეშინია, პირიქით, ამგვარი ძალადობა და რეპრესიები ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ კონსოლიდაციას იწვევს საზოგადოებაში, ამას მოაქვს მეტი ერთობა, ურთიერთკავშირი ადამიანების, რომლებსაც მართლაც ძალიან დიდი მიზანი აერთიანებთ, ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენა“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის