გიგი უგულავა - ხელისუფლება თუ უკან არ დაიხევს, რამდენ ძალადობასაც ჩაიდენს, მით უფრო ფატალური იქნება მისი ბოლო

ხელისუფლება თუ უკან არ დაიხევს - რამდენ ძალადობასაც ჩაიდენს, მით უფრო ფატალური იქნება მისი ბოლო. ჩვენ შეიძლება ივანიშვილი კატასტროფას გვიმზადებს, მაგრამ ამ კატასტროფას ჩვენ გავივლით და ქვეყანა კათარზისით დაასრულებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ განაცხადა.

უგულავას თქმით, საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა „მაგრამ ეს იქნება ბიძინა ივანიშვილის გარეშე.“

„ჩემი აზრით, ობრაიენის ჩამოსვლა იქნება ბოლო გაფრთხილება პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის, მაგრამ როგორც ვხედავთ, ხელისუფლება გაჩერებას არ აპირებს. მალვით, „კატაკომბებით“ ბუნკერად აქციეს ეს შენობა [პარლამენტი]. თუ ასე მიიღეს [კანონი], ამას არანაირი აზრი არ ექნება. ესე რომც მოხდეს, მნიშვნელოვანი იყო სალომე ზურაბიშვილის პოზიცია დღეს. იმიტომ, რომ მან თაღლითობა უწოდა და ეს მანიპულაცია გამორიცხა - ის არ მიიღებს მაგაში მონაწილეობას, რაც ძალიან მკაფიო იყო და შესაქები საქციელია. ამიტომ ხელისუფლება თუ უკან არ დაიხევს, რამდენ ძალადობასაც ჩაიდენს, მით უფრო ფატალური იქნება მისი ბოლო. ჩვენ შეიძლება ივანიშვილი კატასტროფას გვიმზადებს, მაგრამ ამ კატასტროფას ჩვენ გავივლით და ქვეყანა კათარზისით დაასრულებს. ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი, მაგრამ ეს ივანიშვილის გარეშე იქნება. ივანიშვილთან ერთად ჩვენ მომავალი არ გვაქვს“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!