პარლამენტის თავმჯდომარე ინტერრელიგიურ სათათბიროს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის სხდომის ფორმატში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძესა და ინტერელიგიური სათათბიროს წარმომადგენლებს შეხვდა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ ერთი თვის წინ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტები დააინიციირა. მისი თქმით, კონსტიტუციური კანონის პროექტი ეხება ქვეყნის მოწყობის და საზოგადოების თანაცხოვრების პრინციპულ საკითხებს ამიტომ, პარლამენტი ვალდებულია განხილვამდე აზრი ჰკითხოს საზოგადოებას. „საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ 17 აპრილიდან მოყოლებული საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 10 შეხვედრა გამართა, 5 ათასამდე ადამიანს შევხვდით. ამ ცვლილებებს ყველგან ძალიან დიდი მოწონებით და მხარდაჭერით შეხვდნენ“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

„საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა: ირაკლი ქადაგიშვილმა, დავით მათიკაშვილმა და თენგიზ შარმანაშვილმა.

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, საქართველოს ებრაელთა კავშირის, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების, იეზიდთა სასულიერო საბჭოს წარმომადგენლებმა სრული მხარდაჭერა გამოხატეს კანონპროექტის მიმართ.

დღევანდელ შეხვედრამდე, ინტერრელიგიური სათათბიროს წევრები, რელიგიის სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შეიკრიბნენ და ერთხმად აღნიშნეს, რომ მათი რელიგიური მრწამსისთვის ოჯახი არის მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობა, ოჯახს მათ ღირებულებათა სისტემაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია, ხოლო საკუთარი შეხედულებების საფუძვლად ისინი მიიჩნევენ რელიგიურ სწავლებას“, - ნათქვამია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო