სოზარ სუბარი - საქართველოსთვის ომში მენაღმე ვიყავი, ყველაზე რთული და საშიში პოზიციაა, მაგრამ იქ არ მეშინოდა და როგორმე ვიზებითაც ვერ შემაშინებენ - არანაირი სანქციის არ გვეშინია

საქართველოსთვის ომში მენაღმე ვიყავი, ყველაზე რთული და საშიში პოზიციაა, მაგრამ იქ არ მეშინოდა, რადგან ჩემს სამშობლოს სჭირდებოდა და როგორმე ვიზებითაც [ვერ შემაშინებენ] - არანაირი სანქციის არ გვეშინია, - ამის შესახებ “ხალხის ძალის” თავმჯდომარე, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იმისთვის არ უბრძოლია, რომ "ერთი კრემლი სხვა კრემლებით ჩაანაცვლოს".

“საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო და მივიღებთ იმ კანონებს, რომლებიც საჭიროდ მიგვაჩნია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და გამჭვირვალობისთვის. ეს არის სუვერენული სახელმწიფოს უფლება და მიყვანილი იქნება ბოლომდე. ვგულისხმობ ვეტოს დაძლევასაც. იმ დამოუკიდებლობისთვის იმისთვის არ გვიბრძოლია, რომ ერთი კრემლი სხვა კრემლებით ჩაგვენაცვლებინა. მივიღებთ იმ კანონებს, რომლებიც საქართველოსთვისაა საჭირო და რომლის მსგავს კანონებს იღებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ხოლო ძალიან ბევრ ქვეყანას დიდი ხნის წინ აქვს მიღებული. მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში მსგავსი კანონი, ოღონდ გაცილებით მკაცრი, მოქმედებს უკვე თითქმის 80 წელია; საფრანგეთში ახლა მიიღეს, ბრიტანეთში დიდი ხანია მიღებულია; ევროკავშირი ახლა იღებს. ჩვენ ვერ ვიქნებით მეორეხარისხოვანი სახელმწიფო, არ ვართ კოლონია, რომ ის, რაც მისაღებია ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვის, მიუღებელი იყოს საქართველოსთვის”,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის