PACE-ს პრეზიდენტი შალვა პაპუაშვილს - ამ ორგანიზაციას შეუძლია გააკრიტიკოს თავისი წევრი ქვეყნები, როდესაც თვლის, რომ მის პრინციპებს საფრთხე ემუქრება

თქვენ გამოიყენეთ ორი სიტყვა - სტიგმატიზაცია და კრიტიკა. ნუ ავურევთ: ჩვენ არ ვახდენთ სტიგმატირებას, ჩვენ ვაკრიტიკებთ, - ასე უპასუხა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ საერთაშორისო და გარე აქტორების „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სტიგმატიზებას ახდენენ.

„ყველამ ვიცით, რომ ამ ორგანიზაციას, რომელიც წელს 75 წლის იუბილეს აღნიშნავს, შეუძლია გააკრიტიკოს თავისი წევრი ქვეყნები, როდესაც ასამბლეა თვლის, რომ ჩვენ პრინციპებს საფრთხე ემუქრება“, - აღნიშნა თეოდოროს რუსოპულოსმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საერთაშორისო და გარე აქტორების „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სტიგმატიზებას ახდენენ.

„ის, რაც იწვევს ჩვენს იმედგაცრუებას, არის ამ კანონის სტიგმატიზაცია საერთაშორისო და გარე აქტორების მიერ. კანონს თავიდანვე ეწოდა რუსული. „რუსული კანონმდებლობა“ არის დისკრედიტაციის გამომწვევი პოლიტიკური მეტაფორა, რათა მოხდეს კანონმდებლობის სტიგმატიზაცია და საზოგადოების აღშფოთება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის