ილია დარჩიაშვილი - ჩვენ დაინტერესებულნი ვართ სტრატეგიულ პარტნიორებთან დინამიკური ურთიერთობებით - მთავრობის სტრატეგიული ინტერესია ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ადრინდელ ნიშნულს დაუბრუნდეს

ჩვენ დაინტერესებულნი ვართ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან დინამიკური ურთიერთობებით , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ქართველ ჟურნალისტებთან ბერლინში განაცხადა, სადაც უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს.

„ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველო პროგრესირებდეს ევროინტეგრაციის მიმართულებით“, - განაცხადა დარჩაისვილმა.

დარჩიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობის და დამოკიდებულების გამოხატულებაა ის, რომ საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ყველა დარჩენილი საკანონმდებლო პაკეტი.

„საქართველო მყარად და მტკიცედ ადგას ევროპული ინტეგრაციის გზას", - დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დარჩიაშვილმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ ურთიერთობებზეც ისაუბრა. მედიასთან გაკეთებულ კომენტარში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის სტრატეგიული ინტერესია ქართულ-ამერიკული ორმხრივი ურთიერთობები ადრინდელ ნიშნულს დაუბრუნდეს.

„იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ორმხრივი ურთიერთობები მოკლე ხანში ნორმალიზდება და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ორმხრივი მეგობრული ურთიერთობების განვითარებას", - განუცხადა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის