ლინკოლნ მიტჩელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე - შედეგი ძალიან ნათელია: ეს ძალიან კარგია რუსეთისთვის, ცუდია საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიისა და დასავლური მისწრაფებებისთვის, ცუდია აშშ-სთვისაც

შედეგი ძალიან ნათელია: ეს ძალიან კარგია რუსეთისთვის, ცუდია საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიისთვის, ცუდია აშშ-სთვისაც, - ამის შესახებ ექსპერტმა, ლინკოლნ მიტჩელმა აშშ-ის კონგრესში გამართულ ბრიფინგზე სახელწოდებით - “რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონების გავრცელება” განაცხადა.

მან საკუთარი მოსაზრება წარადგინა, თუ რა შეიძლება იყოს კანონის მიღების მოტივაცია საქართველოში.

ამ კონტექსტში მან "ქართული ოცნების" დამფუძნებელზე, ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის გარშემო არავინ არის ისეთი ვინც მის მიერ წარდგენილ იდეებზე ეტყვის, რომ "ეს საკმაოდ სულელური იდეაა", შესაბამისად, იდეაც წინ მიიწევს.

„კითხვა, რომელსაც სულ მისვამენ ამ კანონთან დაკავშირებით, არის: “რატომ და რატომ ახლა?” და მოკლე პასუხი მარტივია: “არ ვიცი”. მაგრამ, ასევე, ვაღიარებ, რომ ეს მთლად დამაკმაყოფილებელი არ არის, ამიტომ ამაზე უკეთესი პასუხი გაცემას ვეცდები.

ბევრმა ივარაუდა, რომ ეს მოსკოვიდან მოდის, რომ ვიღაცა კრემლში იღებს ტელეფონს და ურეკავს ბიძინა ივანიშვილს, რომელიც საქართველოს მთავარი ლიდერია და ეუბნება: “გვინდა, რომ ეს გაკეთდეს”.

საქართველოს მთავრობას თითქმის იდენტური კანონი წარადგინა ერთი წლის წინ, თბილისის ქუჩებში დიდი დემონსტრანციები იყო, იმის მსგავსი, რაც წელს ვნახეთ, და მათ კანონი გაიწვიეს. და ამჯერად ეს კვლავ გააკეთეს - რატომ? და ვფიქრობ, მარტივი ახსნა ის არის, რომ რუსეთს უნდოდა მათ ეს გაეკეთებინათ. და ეს ნამდვილად შესაძლებელია, თუმცა არ შეიძლება დანამდვილებით ვიცოდეთ და ვიტყვი, რომ არც ისე მნიშვნელოვანია ეს მოხდა თუ არა.

ჩემი თვალსაზრისით, თუ რატომ მოხდა და რატომ ახლა - მასშტაბი, თუ რამდენად მოულოდნელად მოქმედებს საქართველოს ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც საქართველოს მთავრობაში ფორმალური როლი არ აქვს, ხშირად სათანადოდ არ არის შეფასებული აქ, შეერთებულ შტატებში. მაგრამ ეს არის რასაც ბიძინა აკეთებს. იდეა მოსდის თავში, მას წარადგენს და გარშემორტყმულია ხალხით, რომელთა უმთავრესი ამოცანა ცხოვრებაში მასთან ახლოს დარჩენაა, რათა ახლოს იყვნენ ძალაუფლებასთან და არა არაფრისთვის - ფულისთვის, რომელიც საქართველოში მისგან მოდის. ასე რომ, არავინ არ ამბობს: “ჰეი, ეს საკმაოდ სულელური იდეაა”, მიუხედავად იმისა, რომ ეს რეალურად საკმაოდ სულელური იდეაა. ასე რომ, ის [იდეა] წინ მიიწევს.

და ეს აზრი წარვუდგინე ხალხს, რომლებიც საქართველოს მთავრობაში აღარ არიან, მაგრამ ძალიან ახლოს იყვნენ ბიძინასთან, ძალიან მაღალ თანამდებობებზე იყვნენ საქართველოს მთავრობაში, ყველამ თქვა, რომ კი, სრულიად შესაძლებელია, რომ მასე მოხდა. ასე რომ, ეს იმაზე მეტყველებს თუ როგორ მუშაობს პოლიტიკა და ძალაუფლება საქართველოში.

მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელობა არ აქვს ეს იმიტომ მოხდა, რომ რუსეთმა სთხოვა თუ არა, შედეგი ძალიან ნათელია. შედეგი ის არის, რომ ეს ძალიან კარგია რუსეთისთვის. ეს ეხმარება რუსეთს და ცუდია საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიისთვის, ცუდია საქართველოს დასავლური მისწრაფებებისთვის, და, ვინაიდან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ვართ - ცუდია შეერთებული შტატებისთვისაც”, - განაცხადა მიტჩელმა.

მიტჩელის თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ კანონის მიღებით მოხდა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი გადახვევა.

“მინდა, ცოტა დრო დავახარჯო კიდევ ერთ საკითხს, რომელიც ცენტრალურია, ვინაიდან, კეთდება არგუმენტი, რომელსაც არ ვეთანხმები, მაგრამ არგუმენტია, რომელიც ამბობს: “მოგვისმინეთ, ეს მთავრობა არჩეულ იყო ქართველი ხალხის მიერ, ეს პარლამენტი არჩეულ იყო 2020 წელს, მათ ეს კანონი აქვთ, ამ კანონს პარლამენტის უდიდესი ნაწილის მხარდაჭერა აქვს, ეს პოლიტიკაა”. ამას ცალკე განცხადებებად თუ ავიღებთ, აქ, თითოეულ, ცალკე აღებულ განცხადებაში სიმართლეც არის, თუმცა ერთიანად თუ ავიღებ - ის გარკვეულწილად იშლება. ეს გაგებულ უნდა იყოს ქართული პოლიტიკის დღევანდელ კონტექსტში. ქართული პოლიტიკა დღეს ძალიან არეულ-დარეულია, მაგრამ ერთი რამ უნდა გავიგოთ, რომ ამ წლის ოქტომბერში საქართველოში არჩევნებია და ვიცი, რომ ოქტომბრის ბოლოს ყველა ამ ოთახში ფოკუსირებული იქნება მხოლოდ საქართველოს არჩევნებზე… საქართველოშიც ამაზე იქნებიან ფოკუსირებულები.

და რაც მაოცებს, რისი იდეაც უნდა გავიგოთ, რათა მივიდეთ კითხვამდე - “რატომ: დაახლოებით ერთი წლის წინ დასავლეთში თითქოს კონსენსუსი ჩნდებოდა, რომ “ქართულ ოცნებას” არ შეუძლია საქართველოში თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში გამარჯვება, ეს კონსენსუსი, ისევე, როგორც საქართველოზე ბევრი სხვა წარმოდგენა, სრული სისულელე იყო. “ქართული ოცნება” ძალიან მშვიდად მიდიოდა ამ არჩევნებში გამარჯვებამდე, ბოლო დრომდე - სანამ ამ კანონს არ წარადგენდნენ ხელახლა. რატომ აჩენს კითხვას - რატომ ამზადებ არჩევნების მოპარვის საფუძველს არჩევნებისთვის, რომელსაც ისედაც მოიგებდი? და ეს თავსატეხია. და ამაზე პასუხი არ ვიცი, მაგრამ ამაზე ფიქრის ერთ-ერთი შესაძლო გზაა - ეს არის “ქართული ოცნების” მთავრობის მიერ მისი ხალხის ევროპული მისწრაფებებისგან გადახვევა. მიუხედავად ყველა მიზეზისა, ეს არ არის მიმართულება, რომლითაც “ქართული ოცნების” მთავრობას სურს წასვლა”, - განაცხადა მიტჩელმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა