თეონა აქუბარდია - პრემიერის ტყუილების და ანტიდასავლური დეზინფორმაციის მოსასმენად არამხოლოდ ოპოზიცია, ევროკავშირის ელჩებიც არ არიან - ევროკავშირისთვის კობახიძე და ივანიშვილი „პერსონა ნონ გრატა“ გახდნენ

პრემიერის ტყუილების და ანტიდასავლური დეზინფორმაციის მოსასმენად აქ არამხოლოდ ოპოზიცია არ გახლავთ, არამედ ევროკავშირის ელჩები, რაც კიდევ ერთი ნიშანია, რომ კონკრეტულად ირაკლი კობახიძე და მისი მთავარი პატრონი, ბიძინა ივანიშვილი აბსოლუტურად მიუღებელი და „პერსონა ნონ გრატა“ გახდნენ ევროკავშირისთვის, -ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენას საქართველოს პარლამენტში ევროკავშირის მხოლოდ ერთი - უნგრეთის ელჩი ესწრება.

როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, ეს დემარში კიდევ ერთხელ არის მაჩვენებელი იმისა, რომ დასავლეთი და ევროკავშირი ქართველი ხალხის მისწრაფებას ამ ფორმითაც მხარს უჭერს

„ქართული ოცნება“ და ირაკლი კობახიძე, როგორც ივანიშვილის პრემიერი, მისი ავტორიტარული ქმედებების გამო იმდენად მიუღებელია არამხოლოდ ოპოზიციისთვის, არამედ ევროკავშირის ელჩებისთვის, რომ პრემიერის ანგარიშს დემარშის სახით ევროკავშირის ელჩებიდან მხოლოდ ერთი - უნგრეთის ელჩი ესწრება. ეს პროტოკოლით გათვალისწინებულია, როგორც სავალდებულო ელჩებისთვის, თუმცა ეს კიდევ ერთხელ გამოხატავს იმ მიუღებლობას „ქართული ოცნებისადმი“, რომელიც ამ ქვეყნის ევროპული მომავალი თავისი ავტოკრატიული ქმედებების გამო მინიმუმ ოქტომბრამდე გაყინა. შესაბამისად, პრემიერის ტყუილების და ანტიდასავლური დეზინფორმაციის მოსასმენად აქ არამხოლოდ ოპოზიცია არ გახლავთ, არამედ ევროკავშირის ელჩები, რაც კიდევ ერთი ნიშანია, რომ კონკრეტულად ირაკლი კობახიძე და მისი მთავარი პატრონი, ბიძინა ივანიშვილი აბსოლუტურად მიუღებელი და „პერსონა ნონ გრატა“ გახდნენ ევროკავშირისთვის. ეს დემარში კიდევ ერთხელ იმისი მაჩვენებელია რომ დასავლეთი და ევროკავშირი ქართველი ხალხის მისწრაფებას, გახდეს ევროკავშირის წევრი, ამ ფორმითაც მხარს უჭერს“, - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

დეპუტატის თქმით, საქართველოს ისტორიაში, პრემიერის ანგარიშზე ელჩების დემარშის შემთხვევა არ ყოფილა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პარლამენტის წინაშე მოხსენებით დღეს, 28 ივნისს, საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე წარდგა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის