პაატა მანჯგალაძე გენპროკურორის შერჩევის პროცესზე - მარიონეტების თეატრს ვადევნებთ თვალს: აწევს ბიძინა ხელს - აწევს მარიონეტიც, ჩაწევს ბიძინა ხელს - ჩაწევს მარიონეტიც

ჩვეულებრივი მარიონეტების თეატრს ვადევნებთ თავს. აწევს ბიძინა ხელს - აწევს მარიონეტიც, ჩაწევს ბიძინა ხელს - ჩაწევს მარიონეტიც, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ გენერალური პროკურორის არჩევაზე საუბრისას განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული, გამოკვეთილი კანდიდატი ჰყავს.

მისი თქმით, ის "გამოკვეთილი კანდიდატი" ყოფილი გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილია.

“ყველაფერი ფარსია, შერჩევის პროცესის იმიტაციაა. “ქართულ ოცნებას”, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული, გამოკვეთილი კანდიდატი ჰყავს. ჩვეულებრივი მარიონეტების თეატრს ვადევნებთ თავს. აქცევს ბიძინა ხელს - აწევს მარიონეტიც, ჩაწევს ბიძინა ხელს - ჩაწევს მარიონეტი.

საუბარია გაბიტაშვილზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ კანდიდატზე მთელი “ქართული ოცნება” გაგიჟდება. “ოცნებისთვის” იმიტომ არის მისაღები, რომ ჯერ ერთი შემოწმებულია. მეორეც, მოდის არჩევნები და იცით, რომ “ქართულმა ოცნებამ” პროკურატურა პოლიტიკური მიზნით უნდა გამოიყენოს. უამრავი საქმეა აღძრული ადამიანებზე, ვინც აქციებში მონაწილეობდა, მაგრამ არცერთი საქმე არ არის გამოძიებული, ვინც თავს დაესხა პოლიტიკურ ლიდერებს. ლევან ხაბეიშვილის ცემაზე იცით რამე? - არა. დავით ქაცარავა რომ სცემეს, იცით, დაიწყო თუ არა პროკურატურამ გამოძიება? ახალგაზრდა რომ სცემეს უნივერსიტეტის წინ, გამოძიება არის ამაზე თუ ჩვეულებრივი ამბავია და შევეგუეთ? ამ პოლიტიკის გაგრძელებისთვის სჭირდებათ თავიანთი პოლიტიკური ნების შემსრულებელი პროკურორი”, - აღნიშნა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის პოზიციაზე კანდიდატების შესარჩევად საპროკურორო საბჭოს სხდომა მეორე დღეა მიმდინარეობს.

აღნიშნულ პოზიციაზე რამდენიმე პირია დარეგისტრირებული. წარდგენილ კანდიდატებს შორის ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილიცაა.

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აღნიშნული პოზიცია ირაკლი შოთაძემ დატოვა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა