შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროა ის ტყუილი, თითქოს საქართველო მოკავშირეების გარეშეა

სამწუხაროა ის ტყუილი, რომელსაც თქვენ ავრცელებთ, თითქოს საქართველო მოკავშირეების გარეშე არის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, ოპოზიციას და NGO სექტორის ნაწილს საქართველოში ომის დაწყება უნდოდა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ომის დაწყების შემთხვევაში, საქართველო ხომ დაინგრეოდა, მაგრამ არანაკლებ ზიანი მიადგებოდა ევროკავშირსაც იმით, რომ ჩაიკეტებოდა ის ერთადერთი უსაფრთხო დერეფანი, რომელიც დღეს არსებობს.

„შეგახსენებთ, საქართველოს სხვადასხვა მისიაში წამყვანი როლი ჰქონდა. საქართველო აპირებს, რომ იყოს საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის ნაწილი. მეორე, ჩვენი მოკავშირეობა ვლინდება იმაში, რომ საქართველოში უსაფრთხოება და მშვიდობა არის შენარჩუნებული. აქ რომ ომი ატეხილიყო, რაც ჩვენს ოპოზიციას და NGO სექტორის ნაწილს უნდოდა, საქართველო ხომ დაინგრეოდა, მაგრამ არანაკლებ ზიანი მიადგებოდა ევროკავშირსაც იმით, რომ ჩაიკეტებოდა ის ერთადერთი უსაფრთხო დერეფანი, რომელიც დღეს არსებობს და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი არის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ყველამ იცოდა, რომ „ქართული ოცნება“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ მიღებას გეგმავდა და რატომღაც, ახლა ხდება საქართველოსთვის დაფინანსების გაუქმება. მისი განმარტებით, ეს არ შეეხება სამხედრო აღჭურვილობას ან რაიმე სხვა სამხედრო დანიშნულების საკითხებს.

„ძირითადად, არის უსაფრთხოების, მათ შორის სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით. ჩვენც გვქონდა კონსულტაცია ბიუჯეტის გაზრდასთან დაკავშირებით და ამაში პარლამენტის სრული მხარდაჭერა აქვთ. 519 მილიონით იზრდება საქართველოს ბიუჯეტი, მათ შორის 100 მილიონით იზრდება თავდაცვის ძალების ბიუჯეტი. ამიტომაც ვამბობ, საქართველოს სახელმწიფოს უპირველესი ინტერესია საკუთარ თავდაცვის ძალებზე ზრუნვა. სხვა შემთხვევაში ვხედავთ, რომ სხვების დახმარება შეიძლება გახდეს პოლიტიკური კონიუნქტურის მსხვერპლი და საბაბივით მოხდეს ამაზე რეაგირება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
„ვისოლის“ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ ქუთაისში 3 ობიექტს ხსნის
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს