ირაკლი ნადირაძე - „ქართული ოცნება” ხალხის ფულს მისთვის სასურველ კომპანიებს უნაწილებს, რომლებიც მილიონებს შოულობენ და შემდეგ „ქართული ოცნების” შემომწირველებად გვევლინებიან

„ქართული ოცნება” ხალხის ფულს მისთვის სასურველ კომპანიებს უნაწილებს, რომლებიც მილიონებს შოულობენ და შემდეგ „ქართული ოცნების” შემომწირველებად გვევლინებიან, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

აღნიშნულით ის ანტიკორუფციული ბიუროს მონაცემებს ეხმაურება, რის მიხედვითაც აგვისტოს პირველ რვა დღეში, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 1,7 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის შემოწირულება მიიღო.

ნადირაძის თქმით, ჰელსინკის კომისიამ დაადასტურა, რომ "ქართულ ოცნებას" აქვს დიდი ოდენობით "შავი ფული".

“ქართული ოცნება” ხალხის ფულს მისთვის სასურველ კომპანიებს უნაწილებს, რომლებიც მილიონებს შოულობენ და შემდეგ “ქართული ოცნების” შემომწირველებად გვევლინებიან. ეს არის ხალხისთვის მოპარული ფული, რომელიც აკლდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს, ეს არის ის ფული, რის გამოც ცხოვრება უძვირდება ჩვენს მოქალაქეებს. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, ჰელსინკის კომისიამ დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებას" აქვს დიდი ოდენობით "შავი ფული", რითაც ბიძინა ივანიშვილი ცდილობს თავისი ძალაუფლების შენარჩუნებას, ამიტომ ჩვენი ერთიანობით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი კრიმინალური ბანდა გავისტუმროთ ხელისუფლებიდან. ეს დაანგრევს ამ კორუფციულ სქემებს და ადამიანებს მისცემს საშუალებას, ჰქონდეთ მეტი შემოსავალი და ამ ქვეყანაში ფასებმა დაიწიოს", - აღნიშნა ირაკლი ნადირაძემ.

ამასთან, ის, ჰელსინკის კომისიის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შესაძლოა, „ბიძინა ივანიშვილსა და „ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს, სანატრელი გაუხდეთ სანქციები და ამ ადამიანების წითელი ცირკულარით ძებნა დაიწყოს“.

„რაც შეეხება იმას, უნდა დაეწყო თუ არა გამოძიება საქართველოს მთავარ პროკურატურას, რა თქმა უნდა, ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ეს ასე მოხდებოდა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს საქართველოში აწყობილი აქვს კორუფციული პირამიდა, რომელსაც თავიდან ბოლომდე თვითონ მართავს. ამიტომ ეს გამოძიება, რასაკვირველია, არ დაიწყება.

თუმცა, ვფიქრობ რომ ჰელსინკის კომისია მხოლოდ განცხადებით არ შემოიფარგლება და ამას მეტი გაგრძელება მოჰყვება საერთაშორისო დონეზე", - აღნიშნა ირაკლი ნადირაძემ.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში