„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ – „ალმა პლუსთან“ გარე ბანერების განთავსებაზე რამდენიმე კვირის წინ გაფორმდა ხელშეკრულება, დღეს მივიღეთ პასუხი, რომ არ განათავსებენ ბანერებს მასზე არსებული წარწერების გამო - ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა

კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, „ვისოლ ჯგუფში” შემავალმა სარეკლამო კომპანიამ [ „ალმა +“ ] ბანერების განთავსებასთან დაკავშირებით, უარი ბანერების შინაარსის გამო განაცხადა.

როგორც კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კომპანიასთან კოალიციამ ყველა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულა, თუმცა სარეკლამო კომპანიამ, ბანერების განთავსებასთან დაკავშირებით უარი შინაარსის გამო განაცხადა, რაც მათი თქმით, კომპანიის მხრიდან დისკრიმინაციულია.

“ვისოლ ჯგუფში” შემავალ “ალმა პლუსთან, რომელიც გარე რეკლამის ბაზრის მონოპოლისტია, რამდენიმე კვირის წინ გაფორმდა საარჩევნო ბანერების განთავსების ხელშეკრულება და კონტრაქტის ყველა პირობა, მათ შორის, ფინანსური ნაწილი სრულყოფილად შესრულდა.

„დღეს მათგან მივიღეთ პასუხი, რომ არ განათავსებენ ბანერებს მასზე არსებული წარწერების გამო. ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა ჩვენი პარტიის მიმართ და ჩარევა როგორც ჩვენი, ასევე ქართველი ხალხის გზავნილში - მოიშორონ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება”.

შეგახსენებთ, რომ “ალმა+” არის კომპანია, რომელსაც პრობლემა არ ჰქონია, რუსი ოლიგარქის საამებლად, ჩვენი მეგობარი ქვეყნის, უკრაინის დაბომბილი ქალაქები და ტრაგედია დაეტანა თავისივე ბანერებზე და მწვანე შუქი აენთო ივანიშვილის ზნედაცემული კამპანიისთვის. ასევე, ეს არის კომპანია, რომლის დამფუძნებელი, სოსო ფხაკაძე, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა კრიტიკულ მომენტში იჭერდა “ქართული ოცნების” მხარეს, მათ შორის, რუსულ კანონთან დაკავშირებითაც.

26 ოქტომბერს, ჩვენ უნდა ავირჩიოთ ევროპული მომავალი, რომელშიც, პოლიტიკური ნიშნით დევნასა და ბიზნესის სახელისუფლებო ინსტრუმენტად ქცევას ერთხელ და სამუდამოდ დაესმება წერტილი,“ - წერია განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის