სოფო ჯაფარიძე - რაც ჩვენს ოფისში ხდებოდა, ნათლად აჩვენებს თუ რა მდგომარეობაშია „ქართული ოცნება“ - ივანიშვილს მივმართავ, ვერ შეგვაშინებ, ვერ გაგვტეხ, ვერ გაგვაჩერებ, რამდენიმე საათში დასრულდებით!

რაც ჩვენს ოფისში ხდებოდა, ნათლად აჩვენებს თუ რა მდგომარეობაშია „ქართული ოცნება“, არიან შეშინებულები, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე საათი დარჩა, რომ ქვეყანამ ამოისუნთქოს.

„ეს რაც ჩვენს ოფისში ხდებოდა, ნათლად აჩვენებს თუ რა მდგომარეობაშია „ქართული ოცნება“, არიან შეშინებულები და აგრესიაზე არიან გადასულები, მაგრამ ვერ შეგვაშინებენ. ბიძინა ივანიშვილს მივმართავ, ვერ შეგვაშინებ, ვერ გაგვტეხ, ვერ გაგვაჩერებ, დიახ, რამდენიმე საათში დასრულდებით, რამდენიმე საათში დასრულდება თქვენი დრო და ჩვენი ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ შვებით ამოისუნთქებს“,- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისს, 30-მდე პირი დაესხა თავს. მათ ადგილზე პარტია „ქართული ოცნების“ დროშები აქვთ მოტანილი.

ჯგუფი, რომელიც კოალიციის ოფისის ტერიტორიაზე შევიდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიტიკური მოძრაობის წევრს. იყო ფიზიკური დაპირისპირებაც, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა