ლევან დავითაშვილი - ქართველი ხალხის არჩევანი არის ერთი და გვესმის, რომ ოპოზიციის სამოქმედო გეგმა, თუ სურვილები განსხვავებულია ქართველი ხალხის არჩევანისგან - სამწუხაროა, რომ პრეზიდენტიც ამ არჩევანის ნაწილია

სამწუხაროა, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის ერთი და გვესმის, რომ ოპოზიციის სამოქმედო გეგმა, თუ სურვილები განსხვავებულია ქართველი ხალხის არჩევანისგან, სამწუხაროა, რომ პრეზიდენტიც ამ არჩევანის ნაწილია, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რითაც პრეზიდენტის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის აქტიურობა, პრეზიდენტის ინსტიტუტის შესაფერისი არ არის.

„სამწუხაროდ, ეს ახალი არ არის. საარჩევნო კამპანიის დროს ხშირად გვესმოდა მოწოდებები, განცხადებები და პრეზიდენტის აქტიურობა, რაც პრეზიდენტის ინსტიტუტის შესაფერისი არ არის. ძალიან სამწუხაროა, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის ერთი და გვესმის, რომ ოპოზიციის სამოქმედო გეგმა თუ სურვილები განსხვავებულია ქართველი ხალხის სურვილისგან და არჩევანისგან, სამწუხაროა, რომ პრეზიდენტიც ამ არჩევანის ნაწილია“,- აღნიშნა დავითაშვილმა.

ინფორმაციისთვის, გუშინ, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის არჩევნებს არ აღიარებს.

„გვინდა მოგიწვიოთ 28 ოქტომბერს, 19:00 საათზე რუსთაველზე იმისთვის, რომ ჩვენ ერთად გამოვუცხადოთ მსოფლიოს, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში