შალვა პაპუაშვილი - კარგი, პარტიებს რაღაცებს აბრალებ, მაგრამ ქალბატონი სალომე გამოვიდა და ცილი დასწამა ტექნიკას - სულელები არიან

ადრე თუ ეჭიდებოდნენ ქაღალდს, ახლა ეჭიდებიან ტექნიკას, რომელსაც ვერაფერს დააბრალებ - ვერც კი ხვდებიან, რომ 21-ე საუკუნეში არიან, სულელები არიან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებები შეაფასა.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა, ტექნიკის მიმართ დეზინფორმაცია გაავრცელა და „აპარატურას ცილი დასწამა“.

„სულელები იმიტომ არიან, რომ ადრე თუ ეჭიდებოდნენ რაღაც ბიულეტენებს, ქაღალდს, ახლა ეჭიდებიან ტექნიკას. შეიძლება რამე დააბრალო ადამიანს რაღაც ქმედებაში, რომელიც არ არის დაფიქსირებული, იმიტომ რომ ადამიანის ცხოვრება 24 საათი არ აღიბეჭდება, მაგრამ ტექნიკას ვერაფერს დააბრალებ. ვერც კი ხვდებიან, რომ 21-ე საუკუნეში არიან, ტექნიკას შეეჭიდნენ, რომელსაც ვერაფერს დააბრალებ. აბსოლუტური სისულელე არის ამის გაკეთება. სამარცხვინო იყო პრეზიდენტი ადმინისტრაციის სასახლიდან განცხადება, ქალბატონი სალომეს პირდაპირი დეზინფორმაცია. კარგი, პარტიებს რაღაცებს აბრალებს, ვთქვათ, მაგრამ დეზინფორმაცია ტექნიკის მიმართ. გამოვიდა და ცილი დასწამა ტექნიკას. რა თუ არა სისულელე არის ეს ყველაფერი. მათი მთავარი პრობლემა არის, რომ ჰგონიათ, ქართველ ხალხზე მაღლა დგანან და ქართველი ხალხი სულელი ჰგონიათ. საკუთარი მომხრეებიც კი ვერ გაასულელეს და 62 000 ამომრჩეველი დაკარგეს. რა თქმა უნდა, ისინი მთლიან მოსახლეობას ვერ გაასულელებენ," - განაცხადა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა