პრეზიდენტი - მიზნად ვისახავდი 4 პროევროპულ პარტიასთან ერთად ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას, მსგავსი შანსი არ მოგვეცა მმართველი პარტიის მიერ, რომელიც ყველა პირობებში შეინარჩუნებდა პარლამენტში პოზიციების 30%-ს

მე მიზნად ვისახავდი 4 პროევროპულ პარტიასთან ერთად ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას, იმისთვის, რომ ხელი შემეწყო ამ კოალიციის დაწყებისთვის, მსგავსი შანსი არ მოგვეცა მმართველი პარტიის მიერ, რომელიც ყველა პირობებში შეინარჩუნებდა პარლამენტში პოზიციების 30%-ს და იქნებოდა დემოკრატიული ოპოზიციური ძალა. ეს გზა არ იქნა არჩეული, მათ აირჩიეს დიქტატურა და არა დემოკრატია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველესთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ქართული ოცნება“ ისწრაფოდა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისკენ, რითაც აიხსნება არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების მასშტაბი.

„პირველ რიგში, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს ვინმესთან კოალიციის შექმნის განზრახვა, მათ აქვთ უმრავლესობა. ისინი იმედოვნებდნენ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას და ვფიქრობ, ეს ხსნის დარღვევების ხარისხს, რომ ისინი მიზნად ისახავდნენ ხმათა 60%-ის მოპოვებას იმისთვის, რომ გაეგრძელებინათ პროგრამა, რომელიც გულისხმობდა, პირველ რიგში, პრეზიდენტის იმპიჩმენტს, შემდეგ ოპოზიციური ძალების დაპატიმრებას და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის გასამართლებას. არ ვფიქრობ, რომ ეს არის პროგრამა კოალიციისთვის. კოალიცია იყო პროევროპული ძალების პროგრამა. მე მიზნად ვისახავდი 4 პროევროპულ პარტიასთან ერთად ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას, იმისთვის, რომ ხელი შემეწყო ამ კოალიციის დაწყებისთვის. მსგავსი შანსი არ მოგვეცა მმართველი პარტიის მიერ, რომელიც ყველა პირობებში შეინარჩუნებდა პარლამენტში პოზიციების 30%-ს და იქნებოდა დემოკრატიული ოპოზიციური ძალა. ეს გზა არ იქნა არჩეული, მათ აირჩიეს დიქტატურა და არა დემოკრატია.“- განაცხადა პრეზიდენტმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის