ანა ნაცვლიშვილი - მინდა ცესკოსაც და პროკურატურასაც შევახსენო, რომ არავის გამოუცხადებია საქართველოს საგამოძიებო სისტემისთვის ნდობა და ადგილობრივი გამოძიება არ მოუთხოვია - ან რა სანდონი არიან?!

მინდა ცესკოსაც და პროკურატურასაც შევახსენო, რომ არავის გამოუცხადებია საქართველოს საგამოძიებო სისტემისთვის ნდობა და ადგილობრივი გამოძიება არ მოუთხოვია. ან რა სანდონი არიან?! - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ - ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომელშიც საქართველოს პროკურატურის მიერ საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიების ეხმაურება.

მისი თქმით, საქართველოს პროკურატურას არამხოლოდ არგამოძიების, არამედ დანაშაულის კვალის წაშლის ფუნქცია აქვს.

„იცოდით, რას ნიშნავს გამოთქმა - მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო? აი, ზუსტად ამას ნიშნავს.

მელა რომ იპარავს და გარბის ნაქურდალით, მისი ფუმფულა კუდი ნაკვალევს შლის, რომ მდევარმა ვერ იპოვოს ნაქურდალის კვალი.

აი, ეს ფუნქცია აქვს ახლა საქართველოს პროკურატურას - არამხოლოდ არგამოძიების, არამედ დანაშაულის კვალის წაშლის!

მინდა ცესკოსაც და პროკურატურასაც შევახსენო, რომ არავის არ გამოუცხადებია საქართველოს საგამოძიებო სისტემისთვის ნდობა და ადგილობრივი გამოძიება არ მოუთხოვია. ან რა სანდონი არიან?! დაასახელონ, ბოლო 20 წლის განმავლობაში, რომელი საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საქმე გამოიძიეს და დაადგინეს სიმართლე?!

ერთი მაინც დაასახელონ!

არც ერთი!

საერთაშორისო, მიუკერძოებელი გამოძიების დაშვება გაბედეთ, თუ მართლები ხართ!“,- წერს ანა ნაცვლიშვილი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის