თინა ბოკუჩავა - ეს არის განგრძობადი ბრძოლა გარდაუვალი გამარჯვებისთვის, რომელიც დასრულდება არა მხოლოდ ხელახალი არჩევნებით, არამედ საქართველოს გაწევრიანებით ევროკავშირში

ეს არის განგრძობადი ბრძოლა ჩვენი გარდაუვალი გამარჯვებისთვის, იმ გამარჯვებისთვის, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, რომელიც უნდა დავიბრუნოთ და რომელიც დასრულდება არა მხოლოდ ხელახალი არჩევნებით, არამედ აუცილებლად დასრულდება საქართველოს გაწევრიანებით ევროკავშირში, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ოპოზიციური გაერთიანებების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, პროტესტი არის დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ფორმა და ის გამოყენებული უნდა იყოს ეფექტიანად გამარჯვების დასაბრუნებლად.

“ძალიან აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები, რომელზეც, რეალურად, ბიძინა ივანიშვილმა რუსული სპეცოპერაციის გამოყენებით ქართველ ხალხს მოჰპარა გამარჯვება და ევროპული მომავალი, ამ არალეგიტიმური არჩევნების შედეგებს აღიარებს მხოლოდ ცხრა სახელმწიფო, აქედან სამია, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აღიარებს ოკუპირებული აფხაზეთისა და ოკუპირებული ცხინვალის დამოუკიდებლობას - ეს არის რუსეთი, ვენესუელა და ნიკარაგუა. ესეც კი ცხადად მეტყველებს, რა გზას დაადგა ივანიშვილი. ეს არის გზა მხოლოდ საერთაშორისო იზოლაციის, რის საშუალებასაც ჩვენ მას არ მივცემთ. თავისუფალი სამყარო, მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტიც კი აცხადებს, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებზე დაყრდნობით, ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი.

პროტესტი არის დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ფორმა და ჩვენ ის უნდა გამოვიყენოთ ეფექტიანად ჩვენი გამარჯვების დასაბრუნებლად. ეს იქნება შედეგზე ორიენტირებული, გააზრებული აქციები გამარჯვების დასაბრუნებლად და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ აქციებზე ვიქნებით ისეთივე კონსოლიდირებულნი, ისეთივე ერთიანი, ისეთივე მრავალრიცხოვანი, ისეთივე ჟინით გაჟღენთილი გამარჯვების დასაბრუნებლად, როგორც ვიყავით იმ აქციაზე, რომელიც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დააანონსა.

ქართველი ხალხის გვერდით და ჩვენი ევროპული მომავლის სადარაჯოზე დგას საქართველოს პრეზიდენტი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ დღეს საზოგადოება არის სრულად კონსოლიდირებული და ქართველი ხალხის ევროპული მომავლის მოწინააღმდეგე რჩება მხოლოდ რუსული სპეცოპერაციის ჩამტარებელი ივანიშვილის ხელისუფლება. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ პრეზიდენტთან. მაქსიმალურად ღია კოორდინაციაში ვიქნებით ჩვენს ამომრჩეველთან, საზოგადოებასთან, საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებმაც სწორედ ოპოზიციურ ერთობას მოგვცა ქვეყნის მართვის მანდატი. ჩვენ თავს ანგარიშვალდებულად ვგრძნობთ სწორედ თქვენთან.

ეს არის განგრძობადი ბრძოლა ჩვენი გარდაუვალი გამარჯვებისთვის, იმ გამარჯვებისთვის, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, რომელიც უნდა დავიბრუნოთ და რომელიც დასრულდება არა მხოლოდ ხელახალი არჩევნებით, არამედ აუცილებლად დასრულდება საქართველოს გაწევრიანებით ევროკავშირში”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში