შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე - გუშინ, საკადრისი პასუხი მიიღეს საკუთარი მხარდამჭერებისგან იმ რიცხოვნობით, რომელიც დაინახეს აქციაზე - დაიშალნენ და გადავიდნენ ქუჩაში სეირნობაზე

გუშინ, საკადრისი პასუხი მიიღეს საკუთარი მხარდამჭერებისგან იმ რიცხოვნობით, რომელიც დაინახეს აქციაზე. დაიშალნენ და გადავიდნენ ქუჩაში სეირნობაზე,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, რუკის ფერებზე ცდილობენ საკუთარი მხარდამჭერების გაღიზიანებას, თუმცა ესეც არ გამოუვიდათ.

„რუკაზე, დიახ, აფხაზეთი და ცხინვალი არის გამოსახული როგორც ფაქტობრივი იურისდიქციის განხორციელების ქვეშ არ მყოფი ტერიტორიები. ზუსტად იმ ხალხის წყალობით, ვინც გუშინ ასე პათეტიკურად უშვებდა დროშას ეკრანზე და დროშის ქვეშ იდგა. „ნაციონალური მოძრაობის“ დამსახურებაა, რომ ეს ორი ტერიტორია დღეს ოკუპირებულია, მათ შორის კოდორი და ახალგორი, რომელზეც 2008 წლამდე სრულად ხორციელდებოდა საქართველოს იურისდიქცია. ამაზე აგონ პასუხი და შემდეგ ისაუბრონ რუკის ფერებზე, რომლითაც ცდილობენ საკუთარი მხარდამჭერების გაღიზიანებას, თუმცა ესეც არ გამოუვიდათ. გუშინ, საკადრისი პასუხი მიიღეს საკუთარი მხარდამჭერებისგან იმ რიცხოვნობით რომელიც დაინახეს ბოლოს აქციაზე. ნახეთ, ბოლოს დაიშალნენ და გადავიდნენ ქუჩაში სეირნობაზე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი