თელავში ერეკლეობის სახალხო დღესასწაული მასშტაბურად აღინიშნა

თელავში, ცენტრალურ მოედანსა და მეფის სასახლის ტერიტორიაზე ერეკლეობის, იგივე თელავქალაქობის სახალხო დღესასწაული გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, წელს, მეფე ერეკლეს დაბადებიდან 304 წელი შესრულდა.

„მეფის სასახლეში სამეფო ოჯახის მიერ ერეკლე მეორეს ორდენის გადაცემის ცერემონია და მეფე ერეკლეს წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. მოეწყო სპორტული აქტივობები: ქართულ ჭიდაობასა და ხრიდოლში.

ცენტრალურ მოედანზე მოსულ სტუმრებს, მთელი დღის განმავლობაში ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, საგამოფენო ისტორიული პავილიონები, გასართობ-შემეცნებითი აქტივობები, კულინარიული კუთხეები ხვდებოდათ. გაიმართა ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი.

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა, აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ალადაშვილთან ერთად საპატიო თელაველები დააჯილდოვა.

ღონისძიების დასასრულს სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული კვარტეტი „ოთხის“, ზუკა ხუციშვილსა და მისი ბენდის კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა