თინა ბოკუჩავა - ელჩ ჰერჩინსკისთან საუბრის ერთ-ერთი თემა საერთაშორისო გამოძიება იყო - რა მექანიზმის გამოყენება მოხდება არჩევნების შედეგის მიტაცების ოპერაციის შესასწავლად, ამაზე ევროკავშირში უახლეს მომავალში შეჯერდებიან

საუბრის ერთ-ერთი თემა, ნამდვილად საერთაშორისო გამოძიება იყო იმიტომ, რომ ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ივანიშვილის პროკურატურა, რომელიც თანამონაწილე იყო სისტემური გაყალბების ოპერაციის, ვერ გამოიძიებს თავისივე დანაშაულს - რა მექანიზმის გამოყენება მოხდება, საარჩევნო შედეგის ტოტალურად მიტაცების ოპერაციის შესასწავლად, ამაზე უახლეს მომავალში შეჯერდებიან ევროკავშირში,- ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ, ევროკავშირის ელჩთან პაველ ჰერჩინკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო გამოძიებისთვის ევროკავშირმა წამყვანი როლი უნდა ითამაშოს.

„მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოძიება და მიგვაჩნია, რომ ამაში ევროკავშირმა წამყვანი როლი უნდა ითამაშოს, გამომდინარე იქიდან, რომ ქართველი ხალხის ძალისხმევით, საქართველო კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა გახდა და შესაბამისად გადაწყვეტილებები იმასთან დაკავშირებით, გააუქმოს თუ არა ევროკავშირმა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა, დაუწესოს თუ არა ბიძინა ივანიშვილისა და მის გარემოცვას პერსონალური სანქციები - ყველა ეს გადაწყვეტილება უნდა დაეყრდნოს საარჩევნოდ მიღებულ ინფორმაციებს, რასაც პროკურატურა ვერ და არ მიაწვდის, რადგან თავად არის იმ სპეცოპერაციის მთავარი მონაწილე, რომლითაც ბიძინა ივანიშვილმა ხალხს არჩევნები მოჰპარა.

სხვადასხვა მექანიზმი არსებობს, მათ შორის ევროპარლამენტის რეზოლუცია, ასევე ევროკავშირის საგარეო მინისტრები შეიკრიბებიან, რომლებსაც აღნიშნული გადაწყვეტილებებს მიღება შეუძლიათ, პოლიტიკური ნება ფაქტია არსებობს, არცერთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა, უმცირესი გამონაკლისების გარდა არ ულოცავს და არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას. ცივილური სამყარო კარგად ხედავს, რომ ეს არის იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი არჩევნები. კონკრეტულად რა მექანიზმის გამოყენება მოხდება, ამ ტოტალური საარჩევნო შედეგის მიტაცების ოპერაციის შესასწავლად, ამაზე უახლეს მომავალში შეჯერდებიან ევროკავშირში.

ჩვენი და არასამთავრობო ორგანიზაციების მტკიცებულებებთან ერთად, შესაძლოა, დამატებით თავად ევროკავშირის მხრიდან ამგვარი მტკიცებულებების მოძიებაც განიხილონ“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის