ხატია დეკანოიძე - მინდა მოქალაქეებს მოვუწოდო, რომლებიც ახლა ტელევიზორთან არიან და გვიყურებენ: ჩვენი გასაკეთებელი საქმე ჩვენ უნდა გავაკეთოთ, გამოდით ქუჩაში ყველა

ეს არის 24-საათიანი პროტესტი. ეს არის გადამწყვეტი ნაბიჯი და გადამწყვეტი ნაბიჯები კიდევ მრავლად იქნება, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ აქციაზე განაცხადა.

მან მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა და ასევე მიმართა, რომ ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციის სავარაუდო მცდელობებს არ აჰყვნენ.

„მინდა საქართველოს ყველა მოქალაქეს მოვუწოდო, რომელიც ახლა არის ტელევიზორთან და გვიყურებს, ჩვენი გასაკეთებელი საქმე ჩვენ უნდა გავაკეთოთ, თითოეულმა ჩვენგანმა, ამიტომ, მინდა გთხოვოთ და მოგიწოდოთ, გამოდით ქუჩაში ყველა. ეს არ არის სიტუაცია, როდესაც არაფერი ხდება, სიტუაცია არის დრამატული და ძალიან მალე ჩვენ თუ არ ვიმოქმედებთ მტკიცედ, ერთსულოვნად, ერთიანად, გაბედულად, მაშინ ჩვენ ქვეყანას ვკარგავთ. კიდევ ერთი თხოვნა, რაც მინდა ვთქვა, ეს არის ის, რომ არ შევყვეთ პროვოკატორებს, მოაგზავნიან, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ პროვოკატორს, მაგრამ ჩვენ ვართ ერთიანი. ძალიან მშვიდად, ვრჩებით აქ, ეს არის 24-საათიანი პროტესტი. ეს არის გადამწყვეტი ნაბიჯი და გადამწყვეტი ნაბიჯები კიდევ მრავლად იქნება. ის, რომ შეიკრიბებიან, გამოაცხადებენ, ლეგიტიმაციას თვითონ აღიარებენ და ბიძინა ივანიშვილს ღმერთად დაისვამენ, ეს ქართველი ხალხისთვის მიუღებელია“, -განაცხადა დეკანოიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის