ახალშეკრებილი პარლამენტის კომიტეტებში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ

ახალშეკრებილი, XI მოწვევის პარლამენტის კომიტეტები მინისტრობის კანდიდატებს უსმენს.

განახლებულ მინისტრთა კაბინეტს “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უსმენენ. განხილვაში არ მონაწილეობს ოპოზიცია, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას აპირებს.

ამ წუთებში პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტები ორ მოსმენას მართავს. კერძოდ, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე პროფილურ მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. ასევე, დარგობრივი პროფილის მინისტრობის კანდიდატები არიან წარდგენილი იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე.

27 ნოემბერს კი მოსმენა კულტურის, სპორტის, განათლების და მეცნიერების, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე გაიმართება.

პარლამენტი ახალ მთავრობასა და სამთავრობო პროგრამას ნდობას 28 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე გამოუცხადებს.

პრემიერის პოსტზე კვლავ ირაკლი კობახიძეა წარდგენილი. განახლებულ მთავრობაში სამი მინისტრი შეიცვალა - იუსტიციის მინისტრის პოსტს ანრი ოხანაშვილი დაიკავებს. ირაკლი კობახიძემ საგარეო საქმეთა მინისტრად მაკა ბოჭორიშვილი წარადგინა, ხოლო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად დასახელებულია დავით სონღულაშვილის კანდიდატურა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის