ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია მიმდინარეობს

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, საქართველო 2028 წლამდე, ევროკავშირში წევრობაზე მოლაპარაკებების საკითხს აჩერებს.

შეკრებილებს ადგილზე მიტანილი აქვთ პლაკატები შემდეგი წარწერით: "სამშობლო ფულზე მეტია", "ფულს შეგიგროვებთ და წადი", "დიდი ქოციანობის დასასრული", "ხმის და მომავლის ქურდები". ადგილზე, ასევე, მობილიზებულია პოლიცია.

ცნობისთვის, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, საქართველოს დედაქალაქში და რეგიონებში საპროტესტო აქციები დაიწყო. უკვე მე-4 დღეა, მოქალაქეები "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს