თეონა აქუბარდია - დღეს სახეზეა სახელმწიფოს სრული ჩამოშლა - თბილისის ქუჩები გადაცემულია სიკვდილის ბრიგადებისთვის, რომელსაც ივანიშვილი და მისი სისხლიანი რეჟიმი მართავს

10 დღეა ივანიშვილის მხრიდან საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოცხადებული ომის ქრონიკა,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ ოპოზიციურ პარტიებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი შეფასებით, მედიაზე თავდასხმა აჩვენებს, რომ სიმართლის თქმა „ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან დანაშაულად არის მიჩნეული“.

„10 დღის მანძილზე, ივანიშვილის „შავრაზმელები“ უპირისპირდებიან ქართველ ხალხს და როდესაც ეს შავნიღბიანები საკმარისი არ აღმოჩნდა რეჟიმის სიმყარისთვის, ივანიშვილმა უკვე სიკვდილის ბრიგადები გამოგზავნა, რომელიც უპირისპირდება მოქალაქეებს ისევე, როგორც სიმართლის მთქმელ ჟურნალისტებს. გუშინდელი ფაქტი პირველი არ არის. შეგახსენებთ, გურამ როგავას წინააღმდეგ პოლიციელის მხრიდან ასევე გამიზნული თავდასხმა მოხდა, რომელიც ბეწვზე გადარჩა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სიმართლის თქმა ამ ქვეყანაში ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან დანაშაულად არის მიჩნეული. ამიტომ, ნებისმიერი მათი განცხადება არის სიყალბე და ეს არის გამიზნული ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, მიუხედავად მშვიდობის შესახებ მათი ყალბი განცხადებისა. დღეს სახეზეა სახელმწიფოს სრული ჩამოშლა. თბილისის ქუჩები გადაცემულია სიკვდილის ბრიგადებისთვის, რომელსაც დღეს ბიძინა ივანიშვილი და მისი სისხლიანი რეჟიმი მართავს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი შექმნილი ქაოსიდან არის ხელახალი არჩევნები, რომელსაც ოთხივე პოლიტიკური ძალა ისევე, როგორც ქართველი ხალხი ერთად ვითხოვთ“,- განაცხადა აქუბარდიამ.

მისი განმარტებით, მთავარი მოთხოვნა არის ასევე უკანონოდ დაკავებული პატიმრების გათავისუფლება.

„ახლა მთავარი აქცენტი არის სანქციებზე ივანიშვილის რეჟიმის და მისი მოძალადეების მისამართით. ქართველი ხალხის ბრძოლის იმ სამართლიან პრინციპზე დაბრუნებით, რაც არის დემოკრატიული და ევროპული მომავალი“,-განაცხადა აქუბარდიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის