ლევან ცუცქირიძე - თვითმარქვია მთავრობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ტერორს იყენებს - უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები, ეს არის საუკეთესო პოლიტიკური გამოსავალი და უნდა დაისაჯონ დამნაშავეები

ეს თვითმარქვია მთავრობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ტერორს იყენებს,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ნებისმიერი მთავრობა, რომელიც საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ მიდის, მმართველობას ტრაგიკულად დაასრულებს. ლევან ცუცქირიძის თქმით, უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები და დაისაჯონ დამნაშავეები.

„ეს სხვა არაფერია, თუ არა ტერორიზმი საკუთარი ხალხის მიმართ. დღეს, რეალურად სამართალდამცავი სტრუქტურები გახდნენ სამართალდამრღვევები. სამართლიანობის, დემოკრატიის, თავისუფლების, ევროპული იდეის და კონსტიტუციის სადარაჯოზე დგას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება, ჟურნალისტები, რომლებიც გუშინ ასეთი თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ. ასეთი თავდასხმები ახასიათებთ ავტორიტარულ რეჟიმებს. ჩვენ ვხედავთ, როგორ ასრულებენ ასეთი რეჟიმები, ასე დაასრულა იანუკოვიჩმა, ასე დაასრულა ასადმა და ასე დაასრულებს ბიძინა ივანიშვილი. ნებისმიერი მთავრობა, რომელიც საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ მიდის, ასე ტრაგიკულად დაასრულებს. მოვუწოდებ ყველას, სამოქალაქო საზოგადოებას, ჟურნალისტებს სოლიდარობისა და ერთად დგომისკენ. ამ რეჟიმის დღეები დათვლილია. ისინი ბოლო პერიოდში ერთმანეთს არწმუნებდნენ, რომ დონალდ ტრამპი მათი გადამრჩენი იქნებოდა, რომ ურთიერთობების გადატვირთვა მოხდებოდა და ისინი ახლებურად გააგრძელებდნენ ურთიერთობებს, ასეთი რამ ვერ და არ მოხდება იმიტომ, რომ არცერთ მთავრობასთან, რომელიც ასე ეპყრობა საკუთარ საზოგადოებას და ხალხს, აშშ საქმეს არ დაიჭერს, მხარს არ დაუჭერს, მისი მეგობარი ვერ იქნება. უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. ეს არის საუკეთესო პოლიტიკური გამოსავალი და უნდა დაისაჯონ დამნაშავეები“,-განაცხადა ცუცქირიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის