გურამ მაჭარაშვილი - წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდას  პრინციპი აქვს რადიკალურ ოპოზიციას - მაკრონი რომ თვლიდეს, საქართველოში ხელისუფლება არალეგიტიმურია, 1-საათიან ზარს არ განახორციელებდა მმართველი პარტიის დამფუძნებელთან

მაკრონი რომ თვლიდეს, საქართველოში ხელისუფლება არალეგიტიმურია, 1 საათიან ზარს არ განახორციელებდა მმართველი პარტიის დამფუძნებელთან და საპატიო თავმჯდომარესთან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „ეს ზარი ზუსტად იმის გამოძახილი იყო, რომ დაინახეს, საქართველოს სახელმწიფო და საზოგადოება დგას ორ ფეხზე ღირსეულად და არ ეპუება იმას, რომ ვინმე აქ დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გაუქმებას აპირებს.”

„წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდას პრინციპი აქვს ახლა რადიკალურ ოპოზიციას. მაკრონი რომ თვლიდეს, საქართველოში ხელისუფლება არალეგიტიმურია, 1 საათიან ზარს არ განახორციელებდა მმართველი პარტიის დამფუძნებელთან და საპატიო თავმჯდომარესთან. ეს არის ანი - ბანი.

ჩვენ ვამბობდით და ვამბობთ, რომ ევროკავშირთან და აშშ-სთან გადატვირთვები დაიწყებოდა, რა თქმა უნდა, ეს ნიშნები უკვე ჩანს. მათ შორის, ეს ზარიც ამის მანიშნებელია. ბევრი გახსოვთ ისეთი ზარი, მაგალითად, ევროპული საბჭოს სხდომის წინ და საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის წინ? იღებდნენ გადაწყვეტილებას ისე, როგორც იღებდნენ. მაგრამ ეს ზარი ზუსტად იმის გამოძახილი იყო, რომ დაინახეს, საქართველოს სახელმწიფო და საზოგადოება დგას ორ ფეხზე ღირსეულად და არ ეპუება იმას, რომ ვინმე აქ დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გაუქმებას აპირებს. ის შიშები, რაც რადიკალურ ოპოზიციას აქვს 20 იანვრისთვის, იმას ნიშნავს, რომ ეშინიათ სიმართლის და იმ პოლიტიკის, რომელიც განხორციელდება 20 იანვრის შემდეგ”, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით შედგა.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილთან სატელეფონო საუბარში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო წარმომადგენელთან ინკლუზიური დიალოგის მოწოდებით გამოვიდა.

ამასთან, ოფიციალური ცნობით, დიალოგი უნდა იყოს ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემის შესაბამისად. მათივე ინფორმაციით, მაკრონმა ივანიშვილს ყველა დაკავებულის გათავისუფლებისა და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემისკენ მოუწოდა

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს