კახა კალაძე პრეზიდენტის ინიციატივაზე საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით - რა საბჭოებზეა საუბარი? უბრალოდ, ერთმანეთში „მთავრობანას“ თამაშობენ - ეს დამარცხებული ადამიანების სასოწარკვეთილებაა

რა საბჭოებზეა საუბარი? უბრალოდ, ერთმანეთში „მთავრობანას“ თამაშობენ - ეს დამარცხებული ადამიანების სასოწარკვეთილებაა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით, რომლის მანდატიც ახალი არჩევნების მომზადება იქნება.

კალაძის თქმით, აღნიშნული „ჩვეულებრივი სისულელეა და არანაირი აზრი არ აქვს“.

„ჩვეულებრივი სისულელეა, არანაირი აზრი არ აქვს. ეს დამარცხებული ადამიანების სასოწარკვეთილებაა, რასაც დღევანდელი მოცემულობით ვხედავთ. ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში და იყო მრავალპარტიული. ძალიან კარგად იციან, რომ თავისუფლად ჰქონდათ შესაძლებლობა, კამპანია ეწარმოებინათ, მაგრამ არ აწარმოეს და არ ვიცი რატომ, გაუგებარია ეს ყველაფერი. ყველაზე მთავარი, ხალხს ჰქონდა შესაძლებლობა, თავისუფალ გარემოში მისულიყვნენ და გაეკეთებინათ საკუთარი არჩევანი. ეს დასკვნის სახით დადო ეუთო/ოდირმა. ასევე, ვნახეთ მისი შუალედური დასკვნაც, სადაც ყველაფერი ნათქვამი იყო. ის, რაზეც ახლა საუბარია, თუნდაც სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, უნდა, რომ კიდევ უფრო დაამძიმოს, გააფუჭოს სიტუაცია, როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის გარეთ. იცით, რომ მას მგონი, ერთი პარასკევიც არ აქვს დარჩენილი. ეს ადამიანები განწირულები არიან მარცხისთვის. რა საბჭოებზეა საუბარი? უბრალოდ, ერთმანეთში „მთავრობანას“ თამაშობენ. ეს არის სამწუხარო მოცემულობა და მათი მდგომარეობა“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!