გიორგი ბუტიკაშვილი - ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილთან ერთად მსჯელობენ, რომ არჩევნები ძველი მეთოდით, არაელექტრონულად ჩატარდეს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, გიორგი ბუტიკაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ერთობლივად შექმნილ დოკუმენტში მსჯელობის საგანია პარლამენტის ახალი არჩევნები ძველი მეთოდით, არაელექტრონული წესით ჩატარდეს.

როგორც ბუტიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ სპეცერთერში განაცხადა, გარდა ამისა, მსჯელობის საგანია კრიზისმენეჯმენტის საბჭოს შექმნა, „რომელმაც უნდა მართოს არსებული კრიზისი და დაგვაბრუნოს ევროპულ გზაზე“.

„ეს დოკუმენტი ერთობლივად შეიქმნა, თუმცა არ არის საბოლოო ვერსია და არ გასაჯაროებულა. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ის ორი ნაწილისგან შედგება - პირველია - როგორ უნდა წარიმართოს ახალი არჩევნები, როგორ უნდა დაკომპლექტდეს საარჩევნო კომისია და ა.შ. ვინაიდან ელექტრონული არჩევნების მიმართ საზოგადოებრივი ნდობა არის ძალიან დაბალი, ამას ამბობს ეუთო/ოდირის დასკვნაც. ერთ-ერთ ვერსიად განიხილება, რომ ეს შეიცვალოს და არჩევნები ძველი მეთოდით ჩატარდეს. თუმცა, ესეც სამსჯელოა. დოკუმენტში ასევე გაწერილია, როგორ უნდა დაკომპლექტდეს კომისიები. ცხადია, ეს საბოლოო ვერსია არ არის, კონსულტაციები საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში გაგრძელდება.

რაც შეეხება მეორე შეთავაზებას, პრეზიდენტის ინიციატივა იყო, რომ ყოფილიყო საკოორდინაციო საბჭო, ამაში იქნებოდა ოთხივე პროდასავლური ძალა პრეზიდენტთან ერთად, შეიქმნებოდა ორგანო, საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს ახალი არჩევნების ჩატარებას. არ დავარქვათ ამას პარალელური მთავრობა, ეს არის კრიზისმენეჯმენტი, საბჭო, რომელმაც უნდა მართოს ეს კრიზისი და დაგვაბრუნოს ევროპულ გზაზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოიპარა“, - განაცხადა ბუტიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ სპეცეთერში ჩართვისას განაცხადა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს