„ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნატო ხაინდრავა - ბაჩიაშვილის დედა აქეთ დამემუქრა

ბაჩიაშვილის დედა აქეთ დამემუქრა, - ასე უპასუხა „ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნატო ხაინდრავამ კითხვას, რომლის მიხედვითაც, გიორგი ბაჩიაშვილის დედამ, მარინა რამაზაშვილმა ხაინდრავას განცხადება მუქარად აღიქვა.

დახურულ რეჟიმში თითქმის 3-საათიანი დაკითხვის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილ პირს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. ის მხოლოდ მოკლე რეპლიკებით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი არაფერს მალავს.

„უი, არა გენაცვალე, არაფერს მალავს“, - განაცხადა ხაინდრავამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი ამ წუთებში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. სწორედ აღნიშნულ პროცესზე მისცა „ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნატო ხაინდრავამ ჩვენება. ახლა ჩვენებას ნატო ხაინდრავას ყოფილი მოადგილე დავით გალუაშვილი აძლევს.

სასამართლოს სხდომათა დარბაზში შესვლისას ნატო ხაინდრავას ბაჩიაშვილის დედამ მიმართა კითხვით - რისი გეშინიათ?

„არაფრის მეშინია, თქვენ უნდა გეშინოდეთ. მე რისი უნდა მეშინოდეს? მე ვარ მოწმე“, - უპასუხა ნატო ხაინდრავამ. სწორედ აღნიშნული აღიქვა ბაჩიაშვილის დედამ მუქარად.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა