სოზარ სუბარის განცხადებით, საგამოძიებო კომისია უნდა დაინტერესდეს, „რატომ ემსახურებოდნენ აგვისტოს ომის დროს რუს გენერლებს მძღოლებად“ სამეგრელო ზემო სვანეთისა და შიდა ქართლის გუბერნატორები ზაზა გოროზია და ლადო ვარძელაშვილი

პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივნის, სოზარ სუბარის განცხადებით, კომისია უნდა დაინტერესდეს, რატომ ემსახურებოდნენ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუს გენერლებს მძღოლებად სამეგრელო ზემო სვანეთისა და შიდა ქართლის იმ დროინდელი გუბერნატორები ზაზა გოროზია და ლადო ვარძელაშვილი.

საკითხი სუბარმა საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე, გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის მოსმენისას დასვა.

როგორც სუბარმა განმარტა, ასეთი ფაქტები უმნიშვნელო არ არის იმ დამოკიდებულების გამოსარკვევად, რაც მაშინდელ ხელისუფლებას ოკუპანტთან და ოკუპაციასთან ჰქონდა.

„არ ვიცი, ეს რამდენად შეიძლება სისხლის სამართლებრივი დევნის საქმე იყოს, მაგრამ ღალატის მეტს ვერაფერს დავარქმევ, როდესაც საქართველოს ტერიტორიების გარკვეული ნაწილების ოკუპაცია ხდება და იმ ტერიტორიული ერთეულების ხელმძღვანელები, გუბერნატორები - სამეგრელო-ზემო სვანეთის მაშინდელი გუბერნატორი ზაზა გოროზია და შიდა ქართლის მაშინდელი გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი, როგორც მძოლები რუს ოკუპანტ გენერლებს ემსახურებოდნენ და ეუბნებოდნენ: - მობრძანდით, დაბრძანდით, თვითონ საჭესთან სხედან და აქეთ-იქეთ დაატარებდნენ.

როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე მივალთ, ასეთი ფაქტები უმნიშვნელო არ არის იმ დამოკიდებულების გამოსარკვევად, რაც მაშინდელ ხელისუფლებას ოკუპანტთან და ოკუპაციასთან ჰქონდა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ